Tag Archives: სინთეზის

სეგავის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეგავის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და დაკავშირებულია ფერმენტ გუანოზინტრიფოსფატ ციკლოჰიდროლაზ l დეფიციტთან, რომელიც ახდენს დოფამინის სინთეზის ერთ – ერთი ეტაპის კატალიზებას. ვლინდება 4 – 8 წლის ასაკში, ხშირად გოგონებში, პარკონსონიზისა და კუნთოვანი დისტონიის შერწყმით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

რეპრესორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეპრესორი – (repressor ლათ.repressio  –  დათრგუნვა)   ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებენ გენი – რეგულატორები . მას შეუძლია ფუნქციონირებადი გენის  –  ოპერონის მოქმედების ბლოკირება, რაც იწვევს ცილების სინთეზის დონის შემცირებას. მეტაბოლიტებით, ე.წ.ეფექტორებით, რეპრესორის შეკავშირების დროს ცილების სინთეზი კვლავ აქტიურდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More