ჰიპოთალამუსი

ჰიპოთალამუსი – 1. შუა ტვინის ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრები; მჭიდროდაა დაკავშირებული ჰიპოფიზთან. ჰიპოთალამუსი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გულ – სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი, გამომყოფი სისტემების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, აგერთვე ძილის, სიფხიზლის, ემოციების მექანიზმებს. 2.  შუამდებარე ტვინის ნაწილი; Read More …

ძირითადი ცვლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძირითადი ცვლა – ენერგიის მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის სიცოცხლის შესანარჩუნებლად სრულ მოსვენებით მდგომარეობაში. ძირითადი ცვლა ასახავს მეტაბოლური პროცესების ინტენსივობას ორგანიზმში, რომელიც მიმართულია მუდმივად მიმდინარე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. ამ ენერგიის მნიშვნელოვანი Read More …

ცუცუგამუში

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცუცუგამუში – მძიმე ინფექციური დაავადება, რომელიც ცნობილი იყო უძველესი დროიდან ჩინეთში. გამომწვევია რიკეტსია; დასნებოვნება ხდება ტკიპების კბენით. დაავადება მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, გამონაყრით, ცენტრალური და გულ – სისხლძარღვთა სისტემების დაზიანებით. დამახასიათებელია ნაკბენის ადგილზე Read More …

ცოდნის ბაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცოდნის ბაზა – (ინტ.), knowledge base – სემანტიკური მოდელი, რომლის დანიშნულებაა ადამიანთა მიერ გარკვეულ საგნობრივ სფეროში დაგროვებული ცოდნის, ელექტრონული დოკუმენტების სახით, კომპიუტერზე გადატანა; წარმოადგენს ინტელექტუალური და საექსპერტო სისტემების ძირითად შემადგენელ ნაწილს. გაფრთხილება! Read More …

ცერებროსპინური დეგენერაციები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებროსპინური დეგენერაციები – (ცერებროსპინალური ატაქსიები) მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ნათხემისა და ზურგის ტვინის გამტარი სისტემების დეგენერაციით, რიგ შემთხვევებში ღეროს, ბაზალური განგლიების, მხედველობის ნერვის, ბადურის, პერიფერიული ნერვების ჩართვით. კლინიკურად ვლინდება ნათხემოვანი ატაქსიით, Read More …

შისტოსომოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შისტოსომოზები – ტროპიკული ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს ტრემატოდები. ადამიანის დასნებოვნება შისტოსომების ლავრებით ხდება ბანაობისას, თეთრეულის რეცხვის და წყალთან სხვა კონტაქტების დროს. ლავრის ჩანერგვის ადგილზე ვითარდება დერმატიტი. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ ვითარდება შისტოსომოზის ზოგადი სურათი: Read More …

ფუნქციური დიაგნოსტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუნქციური დიაგნოსტიკა – (ლათ. Functio შესრულება) დიაგნოსტიკის ნაწილი, რომელიც დამყარებულია ავადმყოფთა კვლევის ინსტრუმენტული და ლაბორატორული მეთოდების გამოყენებაზე, ორგანიზმის სხვადსხვა სისტემების, ორგანოებისა და ქსოვილების ფუნქციური მდგომარეობის ობიექტური შეფასებისათვის მისი მოსვენებით მდგომარეობისას და დატვირთვის Read More …

ფსიქოსომატური დარღვევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოსომატური დარღვევები  – (ფსიქოლოგია) (ბერ. psyche – სული და soma – სხეული) შინაგანი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის დარღვევები, რომელთა წარმოქმნა და განვითარება დაკავშირებულია ნერვულ – ფსიქიკურ ფაქტორებთან, მწვავე ან ქრონიკული ფსიქოლოგიური ტრავმის Read More …

ფსიქოლოგიური დრო (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოლოგიური დრო (ფსიქოლოგია) – ადამიანის ფსიქიკაში მისი ცხოვრებისეული გზის მოვლენებს შორის დროებითი ურთიერთობების სისტემების ასახვა. ფსიქოლოგიურ დროში შედის: ცხოვრების სხვადასხვა მოვლენების  ერთდროულობის, თანამიმდევრობის, ხანგრძლივობის, სიჩქარის  შეფასება, მათი აწყმოსადმი კუთვნილება, სიშორე წარსულში და Read More …

ტურენის პოლიკერატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტურენის პოლიკერატოზი – (A. Touraine, ფრანგ. დერმატოლოგი; ბერძ. Poly მრავალი + keratos რქოვანი ნოვთიერება +  – osis)მემკვიდრეობითი თანდაყოლილი სინდრომების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა სახის კერატოზებით, რომელიც შერწყმულია კანისა და მისი დანამატების  დისპლაზიის Read More …