Tag Archives: სისტოლური

შუილი სისტოლური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუილი სისტოლური – (m. systolicum)  გულის შუილი, რომელიც მოისმინება მხოლოდ პარკუჭების სისტოლის დროს და განპირობებულია სისხლის გადასვლით ანომალურ ხვრელებში და (ან) პათოლოგიურად ჩაუკეტავი სარქველებით ან სისხლის დაქვეითებული სიბლანტით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა)

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) – ხასიათდება თირკმლის ფუნქციების, პირველ ყოვლისა გამომყოფი ფუნქციის დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების თანდათანობითი დაგროვებით. აღნიშნული პათოლოგია არის თირკმლების მრავალი ქრონიკული დიფუზური დაავადების შედეგი: ქრონიკული ნეფრიტი, ამილოიდოზი, პიელონეფრიტი, სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა). სიმპტომები. ჩვეულებრივ ავადმყოფებს დაავადების მეტ – ნაკლებად ხანგრძლივი მიმდინარეობისას, უვითარდებათ თირკმლების დაზიანების სიმპტომები. თირკმლის უკმარისობის

Read More

ფიშერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიშერის სიმპტომი – (Th.  Fischer,   ინგლ.  ექიმი)   1. სისტოლური შუილი ან მსტვინავი ხიხინები, რომელიც მოისმინება გულმკერდზე ავადმყოფის თავის მაქსიმალურად უკან გადაწევისას; ნიშანია გულმკერდშიგა ლიმფური კვაძების გადიდებისა და მათ მიერ მსხვილ სისხლძარღვებზე და ჰაერგამტარ გზებზე ზემოქმედებისა; 2. პრესისტოლური შუილი, რომელიც მოისმინება შეხორცებითი პერიკარდიტის დროს გულზე ზეწოლით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია – ფილტვის ღეროს ან ფილტვის არტერიული სისტემის ტოტების  მწვავე ოკლუზია თრომბით, რომელიც წარმოიქმნა სისხლის მიმოქცევის დიდი წრის ვენებში, ან გულის მარჯვენა ღრუებში. ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გართულებას; დაზიანების დონის მიხედვით განასხვავებენ ფილტვის ღეროს და ფილტვის მთავარი არტერიების თრომბოემბოლიას, წილოვანი და სეგმენტური ტოტების თრომბოემბოლიას, მცირე ტოტების თრომბოემბოლიას. კლინიკურად დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი,

Read More

ფალოს ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფალოს ტრიადა – (E. L. A. Fallot, ფრანგი ექიმი) გულის თანდაყოლილი მანკი, რომელიც განპირობებულია ფილტვის ღეროს სტენოზით, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტით და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით. განასხვავებენ ფალოს ტრიადის ორ ფორმას – აციანოზურს (,,თეთრს”) და ციანოზურს (,,ლურჯს”). ავადმყოფის ძირითადი ჩივილებია დაღლილობა, ქოშინი. აუსკულტაციით მოისმინება უხეში სისტოლური შუილი, რომლის ეპიცენტრი

Read More