Tag Archives: სისხლის სისტემის დაავადებები

ჰემატოგენური თრომბოფილიები

ჰემატოგენური თრომბოფილიები thrombophilia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰემატოგენური თრომბოფილიები – მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მორეციდივე თრომბოზების განვითარებისაკენ მიდრეკილებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. განასხვავებენ ჰემატოგენური თრომბოფილიების ორ სხვადასხვა ჯგუფს: 1. სისხლის რეოლოგიური თვისებებისა და უჯრედული შემადგენლობის ცვლილებებთან დაკავშირებული; 2. ჰემოსტაზის სისტემაში პირველადი დარღვევებით განპირობებული. პირველ ჯგუფში გამოყოფენ ფორმებს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის უჯრედების სიჭარბესთან და მის გასქელებასთან (პოლიციტემია, ერითროციტოზები, თრომბოციტემიები და სხვ.); ერითროციტების ფორმის დარღვევასთან (მაგალითად, მრავლობითი თრომბოზები და ინფარქტები ნაგლისებრუჯრედოვანი ანემიის დროს), პლაზმის მომატებულ წებვადობასთან (მიელომური დაავადება, ვალდენსტრემის დაავადება, კრიოგლობულინემია და სხვ.).

Read More

ციტოსტატიკური დაავადება

ციტოსტატიკური დაავადება cytostatic disease ციტოსტატიკური დაავადება – თავისებური პოლისინდრომული დაავადება, რომელიც ვითარდება ორგანიზმზე ციტოსტატიკური ფაქტორების მოქმედებით; დაავადება ხშირად ვლინდება ღვიძლის დაზიანებით. ეტიოლოგია. ციტოსტატიკების მიღება, რომელიც გამოიყენება სიმსივნეების სამკურნალოდ, როგორც იმუნოდეპრესანტი, იონიზირებადი რადიაციის ზემოქმედება (ასეთ დროს ლაპარაკობენ სხივურ დაზიანებაზე). პათოგენეზი. დიდი რაოდენობით დაყოფადი უჯრედების დაღუპვა ძვლის ტვინის გამოფიტვა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეპითელის მთლიანობის დარღვევა, თმის დაცვენა,

Read More