გლობინი

განმარტებითი ლექსიკონი გლობინი – ორგანიზმში არსებული ცილა, რომელიც უკავშირდება რკინის შემცველ ჯგუფებს,რის შედეგად  წარმოიქმნება ჰემოგლობინი (აღინიშნება სისხლის წითელ უჯრედებში) და  მიოგლობინი  (აღინიშნება კუნთებში).

ალკალემია

განმარტებითი ლექსიკონი ალკალემია – სისხლში ტუტეების ანომალურად მაღალი შემცველობა.შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლში ტუტეების კონცენტრაციის მომატებასთან და/ან მჟავეების კონცენტრაციის დაქვეითებასთან.

ალეიკემიური

განმარტებითი ლექსიკონი ალეიკემიური –  ეს ტერმინი გამოიყენება ალეიკემიის აღწერისთვის.ალეიკემია -დაავადებაა,რომლის დროსაც სისხლში არასაკრარისი რაოდენობითაა ლეიკოციტები.ეს მდგომარეობა ჩვეულებრივად ვითარდება იმ მდგომარეობის შემდეგ,როდესაც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება ლეიკოციტების ჭარბი რაოდენობა,რაც დამახასიათებულია ლეიკემიისთვის.  

ანტიფიბრინოლიზური

განმარტებითი ლექსიკონი ანტიფიბრინოლიზური –  ეს ტერმინი გამოიყენება იმ აგენტის დამახასიათებლად,რომელიც თრგუნავს სისხლის კოლტების გაწოვას.

კელის ანტიგენები

განმარტებითი ლექსიკონი კელის ანტიგენები – ანტიგენები,რომლებიც შეიძლება არსებობდეს ან არ არსებობდეს ერითროციტების ზედაპირზე.ისინი ქმნიან ადამიანის სისხლის ჯგუფობრიობის საფუძველს.სისხლის ჯგუფის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია საჭიროებისას სიხსლის სწორი გადასხმისთვის.

სიმსივნური ანტიგენი

განმარტებითი ლექსიკონი სიმსივნური ანტიგენი – ცილა,რომელიც გამომუშავდება ავთვისებიანი უჯრედების მიერ.სისხლში მისი შემცვლელობა შეიძლება იყოს დადგენილი სისხლის ანალიზით.ეს ანალიზი გამოიყენება ავთვისებიანი მელანომის და  სიმსივნეების სხვა ზოგიერთი სახეობის დიაგნოსტიკისთვის მათი განვითარების ყველაზე ადრეულ სტადიაზე,როდესაც ისინი კარგად ემორჩილებიან მკურნალობას.

სქესობრივი დაკმაყოფილება

სექსოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი სქესობრივი დაკმაყოფილება – ფსიქოფიზიოლოგიური რეაქციების კომპლექსი, რომელიც ახასიათებს სქესობრივი აქტის ბოლო სტადიას და ვლინდება კმაყოფილების შეგრძნებით, კუნთების მოდუნებით და სასქესო ორგანოებისგან სისხლის უკუდენით. ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება • გაფრთხილება • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, Read More …

ჰისტიდინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტიდინემია – (ჰისტიდინი + ბერძ. Haima – სისხლი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ჰისტიდინის ცვლის მოშლით; ვლინდება ბავშვის ნერვულ – ფსიქიკურ განვითარებაში ჩამორჩენით. გაფრთხილება!