ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია – (თვალის დაავ.) – ჰიპერტონიული დაავადების დროს ბადურასა და მისი სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობა. სიმპტომები. დაავადების საწყის სტადიებში ჩივილები არ არის, მოგვიანებით ვლინდება მუქი ლაქები თვალების წინ, მხედველობის გაუარესება. ოფთალმოსკოპიით მოჩანს Read More …

შუნტირება

შუნტირება – დაზიანებული სისხლძარღვის უბანზე სისხლის მიმოქცევის შემცვლელი გზის შექმნის ოპერაცია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ფენესტრირებული ენდოთელიოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფენესტრირებული ენდოთელიოციტი – (endotheliocytus fene­stratus ბერძნ.endon  –  შიგნით, thele  –  დვრილი და cytos  –  უჯრედი)   სისხლძარღვის კაპილარული ენდოთელიუმის უჯრედი ციტოპლაზმის გათხელებული უბნებით  –  ფენესტრებით. მათ აქვთ კაპილარის კედელში მაკრომოლეკულური ნივთიერებების შეღწევადობის გაადვილების Read More …

სუბენდოთელური შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუბენდოთელური შრე – (stratum subendotheliale)  სისხლ­ძარღვის შიგნითა გარსის შრე, შედგება გლიკოზამინგლიკანებით მდიდარი ფაშარი ნაზფიბრილური შემაერთებელი ქსოვილისაგან, ხანდახან შეიცავს გლუვკუნთოვან უჯრედებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) Read More …

სისხლხველება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლხველება – ჰემოპტოე, სასუნთქი ორგანოებიდან სისხლის გამოყოფა ხველების დროს. ნახველში შეიძლება იყოს სისხლის ”ძაფები”, სისხლის მინარევი, სუფთა სისხლი, ”ჟანგიანი” ნახველი და სხვ. ფილტვებიდან სისხლდენის დროს სისხლის დიდი რაოდენობა გამოიყოფა. სისხლხველება გვხვდება ტუბერკულოზის, Read More …

სისხლძარღვოვანი ტრაქტის სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლძარღვოვანი ტრაქტის სიმსივნეები – (თვალის დაავ.) მელანობლასტომა – ავთვისებიანი პიგმენტური სიმსივნე. შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილებში.  სიმპტომები. ფერადი გარსის მელანობლასტომას გააჩნია ყავისფერი, მასზე წამოწეული ლაქას შესახედაობა. იზრდება ნელა, ზოგჯერ აღინიშნება მორეციდივე Read More …

სისხლძარღვოვანი კრიზები (ანგიოდისტონიური კრიზები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლძარღვოვანი კრიზები (ანგიოდისტონიური კრიზები) – სისტემური ჰემოდინამიკის ან ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის მწვავე გარდამავლი დარღვევები, განპირობებული სისხლძარღვთა ტონუსის მოშლით, ანუ არტერიების ჰიპერტონიით ან ჰიპოტონიით, ვენების ჰიპოტონიით, ქსოვილოვანი არტერიოვენური ანასტომოზების დისფუნქციით. აღინიშნება ცენტრალური ნერვული Read More …

სისხლძარღვის შუა გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლძარღვის შუა გარსი – (tunica media)   წარმოდგენილია გლუვკუნთოვანი  უჯრედებითა და ელასტიკური ელემენტების შემცვე­ლობის სიჭარბით, ფაშარი შემაერთებელქსოვილოვანი ჩანაფენებით. გარეთა გარსის საზღვარზეა გარეთა ელასტიკური მემბრანა; გარსის სისქე არტერიებსა და ვენებში იცვლება ჰემოდინამიკურ პირობებთან დაკავშირებით. Read More …

სისხლის წნევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის წნევა – სისხლის წნევა სისხლძარღვის კედლებზე და გულის კამერაზე; წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემის  უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ პარამეტრს, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის უწყვეტ დინებას სისხლძარღვებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა Read More …

სისხლდენადობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლდენადობა – მიდრეკილება ხანგრძლივი, ზომიერი ინტენსივობის სისხლდენებისადმი; აღინიშნება სისხლის შედედების მექანიზმის დარღვევებისა და (ან) სისხლძარღვის კედლის განვლადობის მომატებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა