Tag Archives: სისხლძარღვშიგა

ცხელება ჰემოგლობინურიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხელება ჰემოგლობინურიული – (febris haemoglobinurica) 1. (სინ.: ჰემოგლობინურია მალარიული, ჰემოგლობინურია) მალარიის მძიმე გართულება, რომელიც წარმოიქმნება ქინინი მიღების შემდეგ, ხასიათდება მწვავე ჰემოლიზით და ვლინდება ჰემოლიზური სიყვითლით, ჰემოგლობინურიით, პოლაკიურიით, ცხელებით, ტკივილით წელის არეში, ღებინებით; 2. ცხელება, რომელიც ვითარდება ნებისმიერი წარმოშობის მწვავე მასიური სისხლძარღვშიგა ჰემოლიზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია – შეძენილი ჰემოლიზური ანემიის ერთ – ერთი ფორმა; ხასიათდება დეფექტური ერითროციტების ჭარბი სისხლძარღვშიგა დაშლით. აღინიშნება  20 – 40 წლის ასაკში. ხშირად წინ უძღვის წამლების მიღება ან სისხლის გადასხმა, ინფექციური დაავადებები, ოპერაცია. ვლინდება სისუსტით, შარდის მუქი შეფერვით, კანისა და ლორწოვანი გარსების ყვითლად შეფერვით, ტემპერატურის მომატებით,

Read More