Tag Archives: სიტუაციაში

სუიციდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუიციდი – – 1. (ფსიქოლოგია)  (ინგლ. suicide – თვითმკვლელობა)  თვითმკვლელობის აქტი, რომელსაც ახდენს ადამიანი ფსიქიკური დაავადების ზეგავლენით ძლიერი სულიერი აშლილობისას (იხ. ფსიქოზები); ესაა სიცოცხლის აღკვეთის გაცნობიერებული აქტი, მწვავე ფსიქოტრავმირებადი სიტუაციების ზეგავლენით (იხ. ფსიქიკური ტრავმა), რომლის დროს მოცემული ადამიანისათვის საკუთარი სიციცხლე, როგორც უმაღლესი ფასეულობა, კარგავს მნიშვნელობას. სუიციდის მიზეზები

Read More

პრობლემური სიტუაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრობლემური სიტუაცია – (ფსიქოლოგია) (ბერძ. problema – ამოცანა, დავალება და ლათ. situatio – მდგომარეობა) – 1. წინააღმდეგობის შემცველი და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების არმქონე გარემოებებისა და პირობების თანაფარდობა, რომლებშიც იშლება ინდივიდის ან ჯგუფის მოქმედება; 2. აზროვნების წარმოშობის პირობების ფსიქოლოგიური მოდელი, სიტუაციურად წარმოქმნილი შემეცნებითი მოთხოვნილების საფუძველზე; სუბიექტის კავშირის ფორმა შემეცნების

Read More

პიროვნების მოტივაციური სტრუქტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიროვნების მოტივაციური სტრუქტურა – მოტივების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებული და განპირობებულია მოქმედების აზრწარმოქმნის მოტივით, ქცევის შინაგანი დეტერმინატი, რომელიც განსაზღვრავს მის ზოგად მიმართულებას. პიროვნების მოტივაციურ სტრუქტურაში შესაძლებელია გამოიყოს სამი შრე: შრომის ფასეულობანი, პრაქტიკული მოთხოვნები სამუშაოსადმი და ამ მოთხოვნილებათა შესაძლო რეალიზაციის შეფასება კონკრეტულ სიტუაციაში. პიროვნების მოტივებმა შესაძლოა განიცადოს ზოგიერთი ცვლილებები

Read More

პასუხისმგებლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პასუხისმგებლობა – (ფსიქოლოგია) მომწიფებული პიროვნების თვითრეგულაციისა და თვითდეტერმინაციის სპეციფიკური ფორმა, რომელიც გამოიხატება საკუთარი თავის, – როგორც ჩადენილი ქმედებებისა და მათი შედეგების მიზეზი, – შემეცნებაში და საკუთარი უნარის შემეცნებასა და კონტროლში – გახდეს ცვლილებათა მიზეზი გარემომცველ სამყაროში და პირად ცხოვრებაში. ფსიქოლოგიაში, უპირატესად, დასავლეთის, პასუხისმგებლობა განიხილებოდა არა როგორც ერთიანი

Read More

ორიენტირებული მოქმედება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორიენტირებული მოქმედება – (ფრანგ. orientation – ორიენტაცია, დადგენილება) სუბიექტის ქმედებების ერთობლიობა, მიმართული აქტიურ ორიენტირებაზე სიტუაციაში, მისი გამოკვლევა და ქმედების დაგეგმარება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა