Tag Archives: სმენითი

შარლ ბონეს ჰალუცინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარლ ბონეს ჰალუცინოზი – ჰალუცინოზი, რომელიც ვლინდება უპირატესად მხედველობითი ჰალუცინაციებით, ჩვეულებრივ ადამიანების, ცხოველების, საგნების რეალური გამოსახულებით. მიმდინარეობს ნათელი ცნობიერებისა და შენახული კრიტიკის  ფონზე, რის გამოც ავადმყოფები ასხვავებენ მოჩვენებასა და რეალობას. როგორც წესი, ვითარდება მოხუცებულებში დაქვეითებული მხედველობით. აღწერილია აგრეთვე სმენითი ვარიანტიც – სმენითი ჰალუცინაციები დაქვეითებული სმენის მქონე პირებში.

Read More

ფსიქოზი ჰალუცინაციურ – პარანოიდალური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოზი ჰალუცინაციურ – პარანოიდალური – ფსიქოზი, რომელიც ვლინდება ბოდვებით, ჰალუცინაციებით (ხშირად სმენითი) და ფსიქიკური ავტომატიზმის სხვადასხვა გამოვლინებებით გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სმენის ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სმენის ორგანოები – ადამიანისა და ცხოველთა ორგანოები, რომლებითაც ხდება ბგერითი რხევების აღქმა და გაანალიზება. სმენის ორგანოები შეადგენენ სმენითი რეცეპტორი (ფონორეცეპტორი), ე. ი. მგრძნობიარე უჯრედი მასთან დაკავშირებული მგრძნობიარე ნერვული ტოტითურთ და არანერვული ნაწილები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბგერითი რხევების რეცეპტორამდე გადაცემას. სმენის ორგანოები წარმოშობით დაკავშირებული არიან წონასწორობის ორგანოებთან და უმეტესად

Read More

სინესთეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინესთეზია – (ფსიქოლოგია)  (ბერძ. synaisthesis – ერთობლივი გრძნობა, ერთდროული შეგრძნება) მოვლენა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რაიმე გამღიზიანებელი, მოქმედებს რა შესაბამის გრძნობით ორგანოზე, მიუხედავად სუბიექტის ნებისა, იწვევს არა მარტო  მოცემული ორგანოსათვის სპეციფიკურ შესაბამის შეგრძნებას, არამედ ამავდროულად იწვევს დამატებით შეგრძნებას, ან წარმოდგენას, რომელიც დამახასიათებელია სხვა ორგანოსათვის. სინდრომის ყველაზე გავრცელებულ

Read More

პარაფრენიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაფრენიული სინდრომი – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + phren ჭკუა, გონება; სინ.: პარაფრენია, ფანტაზიოფრენია, ფანტასტიკურ – პარანოიდალური სინდრომი) ფსიქოპათოლოგიური სიმპტომთკომპლექსი, რომლის დროსაც გაბატონებულია ფანტასტიკური შინაარსის ბოდვები, რასაც თან ახლავს განდიდების გრანდიოზული ბოდვა დევნის და (ან) ზემოქმედების იდეებით, ხშირად სმენითი ჰალუცინაციებითა და ფსევდოჰალუცინაციებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More