უნივალენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნივალენტა – (univalenta ლათ. unus – ერთი) ერთეული, შეწყ­ვილებული ქრომოსომა პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოცი­ტების მეიოზის პროფაზის დროს. უნივალენტური ქრომოსომები თავის მხრივ შედგება ორი ქრომატიდისაგან, რის გამოც მათ დიადებს უწოდებენ. შეუწყვილებელი უნივალენტური Read More …

ტეტრადები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტრადები – (ბერძნ.tetras, tetrados  –  ოთხი)  –  განვითარებადი სასქესო  უჯრედების ( პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების) ქრომოსომული კომპლექსები, რომლებიც წარმოდგენილია ბივალენ­ტებით, ე.ი. მეიოზის პროფაზის დროს შეწყვილებული ორი ქრომატიდისაგან. ამრიგად, ქრომატიდების საერთო რიცხვი Read More …

სპერმატოცელე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოცელე – სათესლის ან მისი დანამატის ცისტა, რომელიც შეიცავს სითხეს სპერმატოციტებისა და სპერმატოზოიდების შენარევით. შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. ჩვეულებრივ სპერმატოცელე ნელა იზრდება და არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. აუცილებლობისას ატარებენ ოპერაციულ მკურნალობას. Read More …

სპერმატოგონიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოგონიები – (spermatogonia ბერძნ.sperma  –  თესლი და gonos  –  დაბადება)  –  სათესლის სპერმატოგენული ეპითელიუმის კამბიური  უჯრედები, რომელთაგან სპერმატოგენეზის პროცესში პირველი და მეორე რიგის სპერმატოციტებისა და სპერმატიდების სტადიებით ვითარდება მომწიფებული მამრობითი სასქესო  უჯრედები  Read More …

მეიოზის ტელოფაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეიოზის ტელოფაზა – (telophasis meiosis იხ.ტელოფაზა მიტოზის) პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მეიოზუ­რი გაყოფის ბოლო სტადია (მომწიფების პირველი გაყოფის, რედუქციული გაყოფის), რომლის დროს პოლუსებთან განლაგებული ქრომოსომები, რომლებიც დიადებს ქმნიან, გარდაიქმნება პოლუ­სების არეში Read More …