სუნთქვის ორგანოების ტუბერკულოზი (II)
სუნთქვის ორგანოების ტუბერკულოზი (II) არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე დასაწყისი იხ. >>> ფილტვების დისემინირებული ტუბერკულოზი ხშირად ჰემატოგენური წარმოშობისაა. ბაქტერიემიის წყაროა არც თუ დიდი ხნის წინათ წარმოქმნილი, ასევე არასრულად შეხორცებული ან აქტივირებული ტუბერკულოზური კერები ლიმფურ კვანძებში ან სხვა ორგანოებში. პროცესი შესაძლოა განვითარდეს როგორც პირველადი ან მეორადი ტუბერკულოზის ფორმა. ამასთან აღინიშნება მისი სხვადასხვა სახესხვაობები; მილიარული, საშუალო და მსხვილკეროვანი, შემოსაზღვრული