Tag Archives: სფეროსებრი

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული – (folliculus \glandulae thyroideae\)  სხვადასხვა ზომის, ღრუს შემცველი სფეროსებრი დახშული წარმონაქმნი, რომლის კედელს ერთშრიანი კუბური ეპითელიუმი ქმნის. ფოლიკულის ამომფენ ეპითელურ უჯრედებს თიროციტები (thyrocyti) ეწოდებათ. ფოლიკულის ღრუში გროვდება სეკრეციის პროდუქტი  –  კოლოიდი (colloidum). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

სხივური დაყოფა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სხივური დაყოფა – (fissio radialis)   სფეროსებრი ზიგოტის და­ყოფაა ბლასტომერების დაჯგუფებით კვერცხის ანიმალური ვეგეტატიუ­რი ღერძის გარშემო რადიალური სიმეტრიის შენარჩუნებით. დაყოფის ასეთი ტიპი ახასიათებთ ნაწლავღრუიანებსა და ხერხემლიანებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და

Read More