ჰისტოტოქსიკური

განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოტოქსიკური – ქსოვილებისთვის შხამიანი.ეს ტერმინი გამოიყენება ზოგიერთი ნივთიერების და გარემო პირობების აღსაწერად.

აუტოლოგიური

განმარტებითი ლექსიკონი აუტოლოგიური – ტერმინი,რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის აღნიშვნისთვის,რომლის დროსაც ქსოვილს  გადანერგვისთვის იღებენ თვით რეპიციენტისგან.  

ალგიდური

განმარტებითი ლექსიკონი ალგიდური – ცივი;ეს ტერმინი ჩვეულებრივად გამოიყენება  ცივი კანის აღსაწერად,რომელიც აღინიშნება მალარიის ზოგიერთი ფორმის დროს.  

ალეიკემიური

განმარტებითი ლექსიკონი ალეიკემიური –  ეს ტერმინი გამოიყენება ალეიკემიის აღწერისთვის.ალეიკემია -დაავადებაა,რომლის დროსაც სისხლში არასაკრარისი რაოდენობითაა ლეიკოციტები.ეს მდგომარეობა ჩვეულებრივად ვითარდება იმ მდგომარეობის შემდეგ,როდესაც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება ლეიკოციტების ჭარბი რაოდენობა,რაც დამახასიათებულია ლეიკემიისთვის.  

აგონალური

განმარტებითი ლექსიკონი აგონალური – ეს ტერმინი გამოიყენება სიკვდილის დროს მიმდინარე მოვლენების,კერძოდ,სუნთქვის გაჩერების ან ეკგ-ზე და ეეგ-ზე შესაბამისი ცვლილებების აღსაწერად,რომლებიც სიკვდილის დადგომის ფაქტის კონსტატირების საშუალებას იძლევიან.