Tag Archives: ტერფი

სტეპაჟი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტეპაჟი – ტერფის გამშლელი კუნთების დაბლით გამოწვეული  სიარულის მანერის ცვლილება – ავადმყოფი იძულებულია ტერფები მაღლა აწიოს მათი დაკიდების გამო, რათა არ წამოედოს იატაკს, ხოლო დაშვებისას ტერფი ეტყაპუნება იატაკს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოდომეტრია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოდომეტრია – (ბერძ. Podos ტერფი + metreo გაზომვა) ტერფის ცალკეული ნაწილების გაზომვა და მიღებული მონაცემების თანაფარდობის გამოთვლა. მაჩვენებელს იყენებენ ბავშვის ტერფის შესასწავლად დინამიკაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პლანტოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლანტოგრაფია – (ლათ. Planta ტერფი, ფეხისგული + ბერძ. Grapho წერა, გამოსახვა) მოზარდთა ბრტყელტერფიანობის განსაზღვრის ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი პლანტოგრამის მიხედვით, – ტერფის ფეხისგულის ანაბეჭდით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პირობითრეფლექტორული კონტრაქტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირობითრეფლექტორული კონტრაქტურა – (ქირურგ.) ვითარდება ფუნქციონალურ – შემგუებლობითი ან კომპენსატორული რეაქციების ფონზე. მაგალითად, ქვედა კიდურის დამოკლების შემთხვევაში, ავადმყოფი მას იგრძელებს ტერფის ფეხისგულის მოხრის შედეგად და ეყრდნობა ტერფის პერიფერიულ ნაწილს (ცხენის ტერფი). მენჯის გადახრა და მასთან დაკავშირებული სქოლიოზის განვითარება (ხერხემლის გამრუდება) აღინიშნება ქვედა კიდურების არათანაბარი სიგრძის შემთხვევაში. გაფრთხილება!

Read More