ცისტინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტინოზი – მემკვიდრეობითი დაავადება: ამინომჟავების ცვლის დარღვევა, რაც იწვევს ლეიკოციტებში, რქოვანაში, ძვლის ტვინში, ღვიძლში, ელენთაში ცისტინის დაგროვებას. დაავადება ვლინდება ზრდაში ჩამორჩენით, ძვლების რაქიტისმაგვარი ცვლილებებით, მხედველობის დარღვევებით, ღვიძლის პროგრესირებადი უკმარისობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო Read More …

ცერებრული ამილოიდური ანგიოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული ამილოიდური ანგიოპათია – პათოლოგიური მდგომარეობა: ამილოიდური ცილის ჩალაგება ტვინის წვრილი სისხლძარღვების კედელში. სისხლძარღვების შევიწრების შედეგად ვითარდება ტვინის იშემიური დაზიანება, ხოლო მათი გასკდომისას – სისხლჩაქცევა ტვინში. განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ალცჰეიმერით დაავადებულებში. გაფრთხილება! Read More …

შუამდებარე ტვინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუამდებარე ტვინი – თავის ტვინის ღეროს ნაწილი, რომელშიც შედის მხედველობის ბორცვი (თალამუსი), მხედველობის ბორცვუკანა მიდამო (მეტათალამუსი), მხედველობის ბორცვქვეშა მიდამო (ჰიპოთალამუსი), მხედველობის ბორცვზედა მიდამო (ეპითალამუსი) და სუბთალამური მიდამო (სუბთალამუსი). შუამდებარე ტვინში მდებარეობს ვეგეტატიური Read More …

შილინგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შილინგის სინდრომი – შილინგის ტიპის მონოციტული ლეიკემია, რეტიკულოენდოთელიოზის ნაირსახეობა  –  პერიფერიულ სისხლში პათოლოგიური მონოციტების მსგავსი რეტიკულური უჯრედები.  ნიშნები: მაღალი ტემპერატურა, კანსა და ლორწოვან გარსზე სისხლჩაქცევები ან ნეკროზები, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი (ბევრია რეტიკულური უჯრედების Read More …

ტუბეროზული სკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბეროზული სკლეროზი – მემკვიდრეობითი დაავადება ფაკომატოზების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათდება თავის ტვინში გლიის სიმსივნური ზრდით. ვლინდება ტრიადით – პროგრესირებადი ჭკუასუსტობით, ეპილეფსური გულყრებით და სახის ქონის ჯირკვლების პიგმენტური ადენომებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

ტოქსოპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოქსოპლაზმა – (Toxoplasma), პარაზიტული უმარტივესების გვარი კოქციდიების რიგისა. შეიცავს ერთ სახეობას T. gondii. ტოქსოპლაზმა სასიცოცხლო ციკლს გადის კატისნაირთა ნაწლავებში, სადაც ცისტოზოიდიდან წარმოიქმნება კვერცხისებრი ფორმის ოოციტა, რომელიც შეიცავს 2 სპორას, თითოეული კი 4 Read More …

ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის – )  –  ვითარდება მოზრდილებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით ხშირად 50 – 55 და 5 – 10 წლის ასაკში. 15 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში თავის ტვინის ავთვისებიანი Read More …

ტვინის ინფარქტი

ტვინის ინფარქტი – – თავის ტვინში იშემიური ნეკროზის კერა, რომელიც გამოწვეულია მისი სისხლმომარაგების შეწყვეტით, არტერიის დაცობის შედეგად. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტვინის ინსულტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის ინსულტი – ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლილობა. ეტიოლოგია, პათოგენეზი. უმრავლეს შემთხვევებში ინსულტი წარმოადგენს ჰიპერტონული დაავადების და ათეროსკლეროზის გართულებას, იშვიათად განპირობებულია გულის სარქვლოვანი აპარატის დაავადებებით, მიოკარდის ინფარქტით, ტვინის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიებით, ჰემორაგიული სინდრომებით Read More …

ტეა – საქსის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეა – საქსის დაავადება – მემკვიდრეობითი ნეირომეტაბოლური დაავადება, რომელიც უკავშირდება თავის ტვინში განგლიოზიდ Gm2 დაგროვებას. ხშირად აღინიშნება აღმოსავლეთ ევროპელ ებრაელებში. ვლინდება სიცოცხლის პირველ  3 – 6 თვეს. დამახასიათებელია აპათია, მომატებული მოძრაობითი რეაქციები Read More …