Tag Archives: ტილია

სტაინტონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაინტონის სინდრომი – მემკვიდრეობითი ოდონტოპლაზია. გადაიცემა ავტოსომურ – დომინანტური წესით. აღინიშნება მოყავისფრო ან რუხი სარძევე კბილები, მტვრევადი ემალი, დენთინური შრის უგრძნობლობა. კბილის გვირგვინი სწრაფად ცვდება და ვითარდება ყბების არასწორი დგომა. ხშირად თან სდევს ძვლების მტვრევადობა, პოლიდაქტილია. სინონიმები: კაპდეპონის სინდრომი, სტაინტონ – კაპდეპონის სინდრომი, კაპდეპონ – ჰოჯის სინდრომი,

Read More

სკლეროდაქტილია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკლეროდაქტილია – ხელის თითების კანის სიმეტრიული დაზიანება სისტემური სკლეროდერმიის დროს, რომელიც გადის შეშუპების, გამკვრივებისა და ატროფიის სტადიებს. დასკვნით სტადიაში თითები მოხრილია, კანი ატროფირებულია, მოძრაობა ფალანგთაშორის სახსრებში შეზღუდულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა