ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერვიკობრაქიალგია – ტკივილის სინდრომი: ტკივილი კისერში, რომელიც ვრცელდება ხელში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერვიკალგია – ტკივილის სინდრომი: ხასიათდება ტკივილით კისრის მიდამოში და ხშირად მიმდინარეობს კისრის კუნთების დაჭიმვით, მტკივნეულობით, მოძრაობის შეზღუდვით, ზოგჯერ თავბრუსხვევებით, ვეგეტატიური დარღვევებით, არამკაფიო მხედველობით. გამოყოფენ ვერტებროგენურ ცერვიკალგიას, რომელიც დაკავშირებულია ხერხემლის კისრის ნაწილის პათოლოგიასთან და არავერტებროგენურს – რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს მიოზიტით, კუნთებისა და იოგების დაჭიმვით, კეფის ნერვის ნევრალგიით
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შჩოტკინ – ბლუმბერგის სიმპტომი – ტკივილის მკვეთრი გაძლიერება მუცელში, რომელიც წარმოიქმნება მასზე პალპაციისას ხელის სწრაფი აწევის დროს; წარმოადგენს პერიტონიტის ერთ – ერთ ნიშანს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკოს ტრიადა – ტერმინი, რომელიც აერთიანებს ორ კლინიკურ სიმპტომთკომპლექსს, რომელიც აღწერა შარკომ: 1. ნისტაგმის, ტრემორისა და სკანდირებული მეტყველების კომბინირება, რომელიც დამახასიათებელია გაფანტული სკლეროზისათვის; 2. სიყვითლის, ცხელებისა და მუცლის ზედა ნაწილის ტკივილის კომბინაცია ქოლანგიტის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა