ჰოლმსის ნათხემოვანი ატაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰოლმსის ნათხემოვანი ატაქსია – გვიანი ნათხემოვანი დეგენერაციის ოჯახური ფორმა, რომელიც ვლინდება 30 – 40 წლის შემდეგ ნელა მზარდი ნათხემოვანი ატაქსიით და ნათხემის ატროფიით კომპიუტერული ან მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიით. გაფრთხილება!  

ქოლედოქოლითიაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლედოქოლითიაზი – კენჭების არსებობა საერთო სანაღვლე სადინარში; წარმოადგენს ნაღვლკენჭოვანი დაავადბების ერთ – ერთ ხშირ გართულებას. შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, თუკი კენჭი არ ეწინააღმდეგება ნაღვლის დინებას, ან იწვევს მექანიკურ სიყვითლეს. დიაგნოზი დგინდება ულტრაბგერითი რენტგენოლოგიური Read More …

ფლებოლითები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფლებოლითები – (ბერძ. phleps, ნათ. ბრ. phlebos   – სისხლძარღვი, ვენა და lithos – ქვა) მრგვალი გაკირული წარმონაქმნი ვენის გასწვრივ, რომელიც ვლინდება რენტგენოლოგიურად ან კომპიუტერული ტომოგრაფიით. წარმოიქმნება თრომბებისაგან. არ იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას Read More …

ფარისებრახლო ჯირკვლების სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრახლო ჯირკვლების სიმსივნეები – გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ჩვეულებრივ წარმოადგენს კეთილთვისებიან ადენომას, ზოგჯერ კარცინომას. ხასიათდება ნელი განვითარებით; მეტასტაზირდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ღვიძლში. კლინიკური სურათი წარმოდგენელია ჰიპერეპარათირეოიდიზმის სიმპტომებით, რაც უკავშირდება პარატჰორმონის მომატებული გამოყოფას. Read More …

ფარის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის სისხლძარღვებისა და ნივთიერების სიმეტრიული კალციფიკაციით, უწინარეს ყოვლისა ბაზალური განგლიებისა და ნათხემის მიდამოში. გამოყოფენ დაავადების ინფანტილურ – იუვენილურ ფორმას, რომელიც ვლინდება ბავშვებსა და მოზარდებში Read More …