ცხვირის ძგიდის გამრუდება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის ძგიდის გამრუდება – სახის ჩონჩხის განვითარების ანომალიის ან ტრავმის შედეგია. ცხვირის ძგიდის გამრუდებულ ნაწილზე ხშირია ძვლოვანი ან ხრტილოვანი გამსხვილებები. სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირით სუნთქვის შეუძლებლობა და მისი გაძნელება. არაიშვიათად წარმოიქმნება სასმენი მილის Read More …

ცერებრული მარილოვანი გამოფიტვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული მარილოვანი გამოფიტვა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ნატრიუმის შემცველობის დაქვეითებით სისხლში, ჰიპოვოლემიის ფონზე. წარმოიქმნება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დროს, ან ქალა – ტვინის მძიმე ტრავმის დროს. მისი კორექცია ითვალისწინებს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის Read More …

შუბლის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუბლის სინდრომი – (სინ.: პრეფრონტალური ზონის სინდრომი) ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ტვინის შუბლის წილის კეროვანი დაზიანების დროს; სინდრომი აღინიშნება ქალა – ტვინის ტრავმის შემდეგ, ქალაშიდა სიმსივნეების, ინფარქტებისა და სისხლჩაქცევების, Read More …

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად, ჯანმრთელობის მეტ – ნაკლებად მოშლის გამო, დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან Read More …

ქრომაფინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომაფინომა – 1. (chromaffinoma) კატექოლამინპროდუცირებადი სიმსივნე, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებიდან ან თირკმელზედა ჯირკვლის გარე ქრომაფინული ქსოვილიდან. ქრომაფინომები შედგებიან ქრომაფინური უჯრედებისაგან რომლებიც ახდენენ კატექოლამინების სეკრეციას – ადრენალინის, ნორადრენალინის და დოფამინის. დაავადების Read More …

ფსიქოსომატური დარღვევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოსომატური დარღვევები  – (ფსიქოლოგია) (ბერ. psyche – სული და soma – სხეული) შინაგანი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის დარღვევები, რომელთა წარმოქმნა და განვითარება დაკავშირებულია ნერვულ – ფსიქიკურ ფაქტორებთან, მწვავე ან ქრონიკული ფსიქოლოგიური ტრავმის Read More …

ფსიქიკური ტრავმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური ტრავმა – (ფსიქოლოგია) ზიანი, რომელიც მიადგა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად, ან სხვა ადამიანთა მწვავე ემოციური, სტრესული ზემოქმედებით მის ფსიქიკაზე (იხ. ფსიქოგენია). ინტენსივობის მიხედვით ფსიქოტრავმირებად ზემოქმედებას ყოფენ: Read More …

ფსიქიკური დეფექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური დეფექტი – ავადმყოფური პროცესის შედეგად განპირობებული ამა თუ იმ ფსიქიკური ფუნქციის მოშლა  ცენტრალური ნერვული სისტემის დისოციაციის შედეგად. ფსიქიკური დეფექტის ჩარჩოებში, რომელიც ფორმირდება ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების, თავის ტვინის  ტრავმის, ენცეფალოპათიების, Read More …

ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია) – ხასიათდება ნევრალგიური და ვეგეტატიური მოშლილობით. პირველი გამოიხატება ტკივილის შეტევით ცხვირის ფუძის, თვალის კაკლის, მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების, ზედა, იშვიათად ქვედა ყბის მიდამოებში Read More …

ფიზიოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიზიოპათია – დამბლა ან კონტრაქტურა, რომელიც წარმოიქმნება რბილი ქსოვილების, სახსრების, პერიფერიული ნერვების მსუბუქი ტრავმით; კლინიკური გამოვლინებების გამოხატულება არ შეესაბამება ტრავმის სიმძიმესა და ხასიათს. შესაძლოა უკავშირდებოდეს ფსიქოგენურ ფაქტორებს და ან რეფლექტორული სიმპათიკური დისტორფიის Read More …