შეგრენ – ლარსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეგრენ – ლარსონის სინდრომი – (K. G. T. Sjogren, შვედი ფსიქიატრი)  მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიეკუთვნება ექტოდერმული დისტროფიების ჯგუფს  ნევროლოგიური გამოვლინებებით და ხასიათდება კლინიკური სიმპტომების ტრიადით – თანდაყოლილი იქთიოზი, ოლიგოფრენია, კიდურების სპასტიკური ტეტრაპარეზი. Read More …

ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი – (haemosiderosis idiopathica pulmonum; ბერძ. Idios საკუთარი, განსაკუთრებული + pathos ავადმყოფობა; სინ.: ფილტვის ესენციური ჰემოსიდეროზი, ცელენ – გელერსტედტის დაავადება)დაავადება, რომელიც ხასიათდება ფილტვებში განმეორებითი სისხლჩაქცევებით, ფილტვების სკლეროზისა და ჰემოსიდეროზის განვითარებით, Read More …

ტუბეროზული სკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბეროზული სკლეროზი – მემკვიდრეობითი დაავადება ფაკომატოზების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათდება თავის ტვინში გლიის სიმსივნური ზრდით. ვლინდება ტრიადით – პროგრესირებადი ჭკუასუსტობით, ეპილეფსური გულყრებით და სახის ქონის ჯირკვლების პიგმენტური ადენომებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

რეიტერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეიტერის დაავადება – 1. რეიტერის სინდრომი, რეიტერის  ტრიადა, ურეთრო – ოკულო – სინოვიური სინდრომი, ინფექციურ – ალერგიული დაავადებაა. ახასიათებს მწვავე ურეთრიტის, კონიუნქტივიტისა და მრავლობითი ართრიტის შერწყმა (ზიანდება ქვედა კიდურთა დიდი სახსრები, ზოგჯერ Read More …