[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში

Posts Tagged ‘ტრიქომონიაზი’

გამონადენის ხასიათის ზუსტი დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ნაცხის ანალიზი. ვარაუდი დადასტურებული უნდა იყოს კლინიკური, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე. ყველაზე ხშირია ანთებითი-ინფექციური დაავადებების გამო შეცვლილი გამონადენი: ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზი, ტრიქომონიაზი, გონორეა, ქლამიდოზი და არასფეციფიკური ანთებითი დაავადებები.

ბაქტერიული ვაგინოზი – გამონადენი ჭარბია, ფერი – მონაცრისფრო-თეთრი, აქვს უსიამოვნო სუნი (მყრალი თევზის სუნი) და სუსტად გამოხატული და პერიოდულად გამოვლენილი გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი. სიმპტომები ძლიერდება სექსის შემდეგ. პროცესის ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში გამონადენი ხდება მოყვითალო-მწვანე, წებოვანი, სარკეებით გამოკვლევისას თანაბრად არის „მოდებული“ საშოს კედლებზე. დიაგნოზის დასასმელად ტარდება საშოს გამონადენის დათესვა.

► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

► უსაფრთხო სექსი – ●პრეზერვატივები; ●ქალის კონტრაცეპტივები; ●ლუბრიკანტები; ….სპერმიციდები.

კანდიდოზი (რძიანა) – სქელი გამონადენი, რომელიც მოყვითალო ხაჭოს მსგავსია. გამონადენის რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბია და თან ახლავს საშინელი ქავილის გრძნობა, სასქესო ორგანოების გაღიზიანება (სიწითლე, შეშუპება). დიაგნოზი – საშოს ნაცხის მიკროსკოპული ანალიზი, გამონადენის დათესვა.

ტრიქომონიაზი – ჭარბი გამონადენი, მოყვითალო ან მომწვანო, ქაფისებრი კონსისტენციის, უსიამოვნო სუნის გამონადენი, რომელსაც ახლავს ქავილი და/ან წვა, მტკივნეული შარდვა. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ნაცხის ანალიზი, ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქცია ან კულტივირების მეთოდი.

გონორეა – ზომიერი მოყვითალო-თეთრი გამონადენი, რომელსაც ახლავს ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მტკივნეული შარდვა, ხშიარდ, მენსტრუალური სისხლდენა. დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია გამონადენის მიკროსკოპია, ბაქტერიოლოგიური ნათესი და ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქცია.

ქლამიდიოზი – გამონადენი ხშირად არ არის ჭარბი. სახასიათოა გამონადენის ყვითელი ფერი. ეს ნიშანი განსაკუთრებით ჩანს სარკეებით გამოკვლევის დროს, როცა გინეკოლოგი ხედავს, როგორ ჩამოდის გამონადენი საშვილოსნოს ყელიდან. ხშირად გამონადენს ახლავს ტკივიი მუცლის ქვედა ნაწილში, მტკივნეული შარდვა, ბართოლინის ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა. დიაგნოზი დასტურდება კულტურალური კვლევითა და ცერვიკალური არხიდან აღებული გამონადენის ჯაჭვურ-პოლიმერაზული კვლევით.

არასპეციფიკური ვაგინიტი (კოლპიტი) – გამონადენი არის ძირითადი სიმპტომი. შეიძლება იყოს: თხევადი, წყლისებრი, ხანდახან სქელი, ჩირქიანი, ცუდი სუნის მქონე, ხშირად მირეული სისხლით. ხშირია ქავილი, წვა, გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი და სიწითლე. დიაგნოზი დასტურდება საშოს ნაცხის მიკროსკოპული ანალიზით.

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? 
►როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმაგადასვლა >>> ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

..

vaka