Tag Archives: უბანს

ტელოფრაგმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტელოფრაგმა  – (telophragma ბერძნ. telos  –  ბოლო და phragma  –  ტიხარი: სინ. T ან Z ზოლი; გერმ. Zwischenscheibe – დან)  –  შუალედური ზოლი, ძირითადი მემბრანა)   თხელი ტიხარი, რომე­ლიც შუაზე ყოფს განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოს მიოფიბრი­ლების ნათელ y – დისკოს (წვრილი პროტოფიბრილების მიმაგრების ზონა იზოტროპული დისკოს ცენტრში). ორი მეზობელი

Read More

ნეიროფსიქოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროფსიქოლოგია – ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ფსიქიკურ პროცესებს თავის ტვინთან და მის ცალკეულ სისტემებთან კავშირში. საუკუნეების მანძილზე ტრად. – იდეალისტურ ფსიქოლოგიას მიაჩნდა, რომ ტვინისა (ფიზიოლოგიური) და ცნობიერების (ფსიქიკური) პროცესები მიმდინარეობს პარალელურად ან ხდება მათი, როგორც დამოუკიდებელი სფეროების, ურთიერთზემოქმედება. მხოლოდ XIX ს. II ნახევარში ტვინის შესწავლის წარმატებებისა და

Read More

კერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კერის სიმპტომი – (H. H. Kerr, ამერ. ქირურგი) კანის ტროფიკული ცვლილება ინერვაციის ზონაში, რომელიც შეესაბამება ზურგის ტვინის უბანს მისი დაზიანების ქვევით.- (Н. Kehr) 1. ძლიერი ტკივილი მარცხენა მხარში ელენთის გასკდომის დროს;  2. ტკივილი მარჯვენა ნეკნქვეშა არეში პალპაციის დროს, რომელიც ძლიერდება ჩასუნთქვის პერიოდში; წარმოადგენს ქოლეცისტიტის ნიშანს.(2) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

აეროჰემური ბარიერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აეროჰემური ბარიერი – (impedimentum aërohaematicum) ბარიერი, რომელიც წარმოქმნილია ფილტვების რესპირაციული ეპითელიოციტის უბირთვო უბანს, მის ბაზალურ მემბრანას, სისხლის კაპილარის ენდოთელიუმის ბაზალურ მემბრანასა და ენდოთელური უჯრედის უბირთვო უბანს შორის. ბარიერის შემადგენლობაში შედის აგრეთვე სურფაქტანტის კომპლექსი . სინ.ჰემაჰაეროვანი ბარიერი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More