ფიშერ – ევანსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიშერ – ევანსის სინდრომი – (J. A. Fisher; R. S. Evans. ამერიკ. ექიმები; სინ.: ევანსის სინდრომი) აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიისა და აუტოიმუნური თრომბოციტოპენიის შერწყმა. გამოყოფენ ფიშერ – ევანსის სინდრომის სიმპტომატურ და იდიოპათურ ფორმებს. Read More …

საყმაწვილო მიოკლონური ეპილეფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყმაწვილო მიოკლონური ეპილეფსია – მემკვიდრეობითი დაავადება; წარმოადგენს იდიოპათიკური ეპილეფსიის ყველაზე ხშირ ვარიანტს. ვლინდება მოზარდთა ასაკში უეცარი მიოკლონური კრუნჩხვით, რომელიც ხშირად წარმოიქმნება დილაობით, გაღვიძებისთანავე, აქვს ორმხრივი ხასიათი და ჩართულია ხელები. შემდგომში მას უერთდება Read More …

პერინუკლეური სივრცე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერინუკლეური სივრცე – (spatium perinucleare ბერძნ. peri – ახლოს და ლათ.nucleus – ბირთვი) სივრცე ბირთვის მემბრანის გარე და შიგა ფურცლებს შორის. მისი ზომა ფართო ფარგლებში მერყეობს. საშუალოდ ის 100 – 200 Ao Read More …

ოჯახური ამილოიდური ნევროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოჯახური ამილოიდური ნევროპათია – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომლებიც გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და ხასიათდება ამილოიდის ჩალაგებით პერიფერიულ ნერვებსა და სხვა ქსოვილებში. დაავადების I ტიპი ვლინდება სიცოცხლის 3 – 4 ათწლეულში ქვედა Read More …

ინფორმოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინფორმოსომები – (informosomata ლათ.informare – შეტყო­ბი­ნება და ბერძნ.soma, somatos – სხეული) რიბონუკლეოპრო­ტეიდული ნაწილაკები, რომლებიც ბლასტომერების ბირთვებში წარ­მოიქმნებიან გაყოფის დროს. ციტოპლაზმაში მოხვედრისას მათ გადააქვთ გენეტიკური ინფორმაცია, რამდენიმე ხნის განმავლობაში თავისუფალ მდგომა­რეობაში რჩებიან და Read More …

დნმ – ის რედუპლიკაცია

დნმ – ის რედუპლიკაცია – (ლათ.reduplicatio – გაორმაგება) დნმ – ის მოლეკულების გაორმაგება დნმ – ის მოლეკულის მატრიცული სიგრძივი ნახევრების დაშენების გზით, მათთან ნაკლული კომპლემენტური თავისუფალი ნუკლეოტიდების მიერთების ხარჯზე. რედუპლიკაციის ასეთ წესს უწოდებენ ნახევრად კონსერვატულს, ვინაიდან დნმ – ის წარმოქმნად Read More …

გაჭყლეტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაჭყლეტის სინდრომი – – (კრაშ – სინდრომი) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება სხეულის ნაწილების გაჭყლეტის შედეგად (ხშირად კიდურების) ავარიებისა და მიწისძვრების დროს. პათოგენეზის საფუძველია ქსოვილოვანი დაშლის ტოქსიკური პროდუქტების შეწოვა, რომლებიც წარმოიქმნება იშემიურ ქსოვილებში მათი Read More …

ანტისხეულები

ანტისხეულები – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ანტიგენების საწინააღმდეგოდ ორგანიზმის მიერ გამომუშავებული სპეციფიკური ცილოვანი ნივთიერებები. ანტისხეული უერთდება ანტიგენს და ანეიტრალებს მათ ტოქსიკურ და სხვა მავნე მოქმედებას. ანტისხეული, ანტისხეულები (antibody) – ცილა, იმუნოგლობულინი, სინთეზირდება იმუნური სისტემის მიერ, ორგანიზმში შეყვანილი სხვადასხვა ანტიგენის საპასუხოდ და მოქმედებს Read More …

ანევრიზმა ცრუ

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანევრიზმა ცრუ – (aneurysma spurium, aneurysma falsum) პათოლოგიური ღრუ, რომელიც წარმოიქმნება სისხლძარღვის კედლის ტრავმის შედეგად განვითარებული პულსირებადი ჰემატომის ორგანიზაციის შედეგად და უერთდება სისხლძარღვის სანათურს. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი – წარმოადგენს გულის ვენური სისხლძარღვების თანადათანობით პროგრესირებადი ათეროსკლეროზის, აგრეთვე ადრე გადატანილი განმეორებითი ინფარქტების შედეგს. ხასიათდება გულის უკმარისობის ნიშნებით და რიტმის დარღვევებით. ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზის განვითარებას წინ უძღვის სტენოკარდია (იხ.). სიმპტომები. Read More …