Tag Archives: უმაღლ

ყრუ – მუნჯობა

ყრუ – მუნჯობა

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

Read More

სითბოს ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სითბოს ცენტრი – თერმორეგულაციის ცენტრი, სპეციფიკურ ნერვულ უჯრედთა ერთობლიობა, რ – იც თავმოყრილია ჰიპოთალამუსსა და ზოგიერთ სხვა ნერვულ სტრუქტურაში და უზრუნველყოფს სხეულის ტემპერატურის მუდმივი დონის შენარჩუნებას თბილსისხლიან ცხოველებსა და ადამიანში. ჰიპოთალამუსის წინა ნაწილში ხდება სითბოს გადაცემის რეგულაციის, ხოლო მის უკანა ბირთვებში  –  სითბოპროდუქციის კონტროლი. სითბოს ცენტრის ზოგი

Read More

საუნივერსიტეტო კლინიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საუნივერსიტეტო კლინიკა – შესაბამისი მატერიალურ – ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და პედაგოგებით დაკომპლექტებული, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებში მონაწილე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე ორიენტირებული უმაღლესი დონის მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც მიმდინარეობს კლინიკური დისციპლინების სწავლება, მეცნიერული კვლევა და უმცროსი ექიმისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ – ჩვევების ათვისება და რომელიც ეკუთვნის

Read More

რეკაპიტულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეკაპიტულაცია – 1. (recapitulatio ლათ. recapitulatio  –  გამეორება)   განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ცხოველების ემბრიონული განვითარების ამა თუ იმ ნიშნის გამეორება, არეკლვა უმაღლეს ორგანიზმში. რეკაპიტულაციის პროცესების საფუძველზე შესაძლებელია აირეკლოს, განმეორდეს ონტოგენეზში ფილოგენეზის ძირითადი ეტაპები. ადამიანის ემბრიოგენეზის რეკაპიტულაციის მაგალითებია ჩონჩხის სამი ფორმის შეცვლა  –  ქორდა, ხრტილოვანი ჩონჩხი, ძვლოვანი ჩონჩხი;

Read More

პურინისფუძეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პურინისფუძეები – პურინები, ბუნებრივი აზოტოვანი ჰეტეროციკლური ნაერთების ჯგუფი; წარმოადგენს პურინის ნაწარმს, რომელიც წარმოიქმნება პირიმიდინისა და იმიდაზოლის რგოლების შერწყმით. დიდ როლს თამაშობენ ცოცხალ ორგანიზმებში, სადაც გვხვდებიან როგორც თავისუფალი სახით, ისე რთული ნაერთების შედგენილობაში. მაგ., ნუკლეინის მჟავებში (ნმ) შედის ადენინი და გუანინი. რიბონუკლეინის მჟავაში (რნმ) პურინის ფუძეები დაკავშირებულია რიბოზასთან,

Read More