Tag Archives: უმოძრაო

შიგელები

შიგელები – ნაწლავის ჩხირისებრი ბაქტერიების სახეობა, რომელშიც შედის დიზენტერიის გამომწვევების სხვადასხვა სახეები. არიან უმოძრაო ბაქტერიები, სპორებს არ წარმოქმნიან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ფენესტრაციის ფენომენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფენესტრაციის ფენომენი – მცირე ზონაში მოპულსირე გამოდრეკვა უმოძრაო ან თითქმის უმოძრაო გულის რენტგენოლოგიურ ჩრდილის კონტურზე, უხშირესად მისი მწვერვალის მიდამოში. კონსტრუქციული პერიკარდიტის რენტგენოლოგიური ნიშანი, როცა არის თავისუფალი ადგილი გულის ირგვლივ შეხორცებებში. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტრეპტოკოკები

სტრეპტოკოკები – 1. გრამდადებითი ბაქტერიები. შეუძლიათ შაქრებისა და სპირტების დუღილის გამოწვევა. ზოგიერთ პათოლოგიურ სტრეპტოკოკს შეუძლია სისხლის ერითროციტების დაშლა. სხვები იწვევენ ანგინას, წითელ ქარს, პნევმონიას, სეფსისს, დაჩირქებას და ა. შ. 2.  სფეროსებრი უმოძრაო ბაქტერები. გამრავლებისას წარმოქმნიან უჯრედთა ჯაჭვს;  პათოგენური სტრეპტოკოკები იწვევენ სტრეპტოკოკურ ინფექციას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სტაციონარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაციონარი – (ლათ. stationarius – მდგარი, უმოძრაო) სამკურნალო – პროფილაქტიკური დაწესებულების სტრუქტურული ქვეგანყოფილება, რომელშიც ხდება ავადმყოფთა გამოკვლევა და მკურნალობა სამედიცინი პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დღე – ღამის განმავლობაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სენსორული ბეწვიანი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სენსორული ბეწვიანი უჯრედები – / კარიბჭის / (cellulae sensoriae pilosae) ლოკოკინას ორგანოს მსხლისებრი ან სვეტისებრი ფორმის სენსორულ – ეპითელური უჯრედი, რომლის აპიკალურ ზედაპირზე უმოძრაო მიკროხაოები და ერთი მოძრავი წამწამია, ბაზალურ ზედაპირზე კონტაქტირებს აფერენტულ დაბოლოებასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More