ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქუთუთოს გადმობრუნება – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ნაწიბუროვანი გადმობრუნება წარმოიქმნება ქუთუთოს კანის გაჭიმვით ჭრილობის, დამწვრობის, სისტემური წითელი მგლურას და სხვა პათოლოგიური პროცესების შდეგად. სპასტიკური გადმობრუნება წარმოიქმნება თვალის მრგვალი კუნთის ორბიტალური ნაწილის შეკუმშვის შედეგად. მოხუცებულობითი გადმობრუნება – შედეგია ამ კუნთის სისუსტისა. პარალიზური დამბლა აღინიშნება მხოლოდ ქვედა ქუთუთოზე და წარმოიქმნება სახის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაროტო – ლამის სინდრომი – პიქნოდიზოსტოზი. ჩონჩხის მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი გენერალიზებული ქონდროდისტროფია, დიზოსტოზი და დისპლაზია. მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ნიშნები: ჯუჯასებრი დისპროპორციული სიმაღლე, მოკლე კიდურები, კრანიოცეფალური დისტროფია – შედარებით დიდი თავი, დიდი ყიფლიბანდი არ იხურება სიმწიფის ასაკამდე, ქვედა კიდურის ჰიპოპლაზია, კბილების განლაგების ანომალია, კარიესები, სპონტანური მოტეხილობები, გულ
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აორტის უკმარისობა – (აორტის სარქვლის უკმარისობა) გულის მანკი, რომლის დროსაც აორტის სარქველები მთლიანად არ იხურება და დიასტოლის დროს სისხლი ბრუნდება უკან, გულში. შესაძლო მიზეზებია: ინფექციური ენდოკარდიტი, რევმატიზმი და სხვ; ავადმყოფის მდგომარეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლოა რჩებოდეს დამაკმაყოფილებელი, მარცხენა პარკუჭის გაძლიერებული მუშაობის კომპენსირებით; მისი ჰიპერტრფიის შედეგად კი შესაძლოა