ჰურლერ – პფაუნდლერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰურლერ – პფაუნდლერის სინდრომი – გარგოილიზმი, ლიპოქონდროდისტროფია. მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის მიზეზია ქსოვილთა უჯრედების უუნარობა მოახდინონ მაღალმოლეკულური წონის ნივტიერების (მუკოპოლისაქარიდები) მეტაბოლიზმი. გადაცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. კლინიკა: თავის არასწორი ფორმა, ჩავარდნილი ცხვირის ძვალი, Read More …

ქმედუუნარობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქმედუუნარობა – იურიდიული ცნება: პიროვნების უუნარობა დამოუკიდებლად განახორციელოს საკუთარი სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, ფსიქიკის ღრმა დარღვევების გამო, რაც  განპირობებულია ფსიქიკური დაავადებებით ან ჭკუასუსტობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა Read More …

ფილტვის ღეროს სარქვლების უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის ღეროს სარქვლების უკმარისობა – (insufficientia valvae  trunci pulmonalis) ფილტვის ღეროს სარქვლის უუნარობა ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს გულის პარკუჭების დიასტოლის დროს სისხლის უკუმოძრაობას ფილტვის ღეროდან მარჯვენა პარკუჭში; განპირობებულია ნახევარმთვარისებრი სარქველების არასრული ჩაკეტვით ან Read More …

სარქველის უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარქველის უკმარისობა – გულის მანკი: გულის სარქვლის უუნარობა ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს სისხლის უკუდინებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რომბერგის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რომბერგის სიმპტომი – (M. H. Romberg, გერმ. ნევროპათოლოგი და თერაპევტი) წონასწორობის დაცვის უუნარობა დგომით მდგომარეობაში მიბჯენილი ტერფებით, წინ გაწეული ხელებით და დახუჭული თვალებით (რომბერგის პოზა). რომბერგის სიმპტომი აღინიშნება ნევრული სისტემის სხვადასხვა ნაწილების Read More …

მარჯვენა წინაგულ – პარკუჭოვანი სარქვლის უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარჯვენა წინაგულ – პარკუჭოვანი სარქვლის უკმარისობა – (insufficientia valvae atrioventricularis dextrae) მარჯვენა წინაგულ – პარკუჭოვანი სარქვლის უუნარობა ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს სისხლის უკუმოძრაობას მარჯვენა პარკუჭიდან მარჯვენა წინაგულში გულის პარკუჭების სისტოლის დროს; განპირობებულია სარქვლის Read More …

ინვალიდობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინვალიდობა – შრომის უუნარობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გრეფეს სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრეფეს სიმპტომი – ზედა ქუთუთოს დაშვების უუნარობა თვალების ქვევით დახრისას; წარმოადგენს თირეოტოქსიკოზის მთავარ ნიშანს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გერსტმანის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გერსტმანის სინდრომი – მარჯვენა და მარცხენა მხარის, თითების განსხვავების უუნარობა, რომელიც შერწყმულია წერისა და დათვლის, ასევე ცალკეული დეტალებისაგან ფიგურის აწყობის შეუძლებლობასთან. წარმოიქმნება თავის ტვინის ჰემისფეროს თხემის წილში კუთხის ხვეულის დაზიანების დროს. გაფრთხილება! Read More …

ბალინტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბალინტის სინდრომი – ავადმყოფის უუნარობა მზერით მოიცვას ყველა ის საგანი, რომლებიც იმყოფებიან მხედველობის ველში, რასაც თან ახლავს მზერის გადატანისა და დაფიქსირების უუნარობა, სივრცითი დეზორიენტაცია. აღინიშნება თავის ტვინის თხემ – კეფის ორმხრივი დაზიანებისას. Read More …