Tag Archives: უჯრედებიდან

ცთომილი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცთომილი უჯრედები – (cellulae migrantes) უჯრედები, რომლებსაც გადაადგილების უნარი აქვთ. ეს თვისება ახასიათებს მიკროფაგებს (ნეიტროფილურ ლეიკოციტებს) და როგორც ჰემატოგენურ (ლიმფოციტები და მონოციტები), ისე ჰისტოგენურ მაკროფაგებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ჰისტიოციტებიდან, რეტიკულური უჯრედებიდან და ზოგიერთი ორგანოს სისხლძარღვების ენდოთელიუმის უჯრედებიდან. ჰისტიოციტების აღსანიშნავად ა.ა.მაქსიმოვმა შემოიღო ტერმინი „მოსვენებითი მაკროფაგები“ ანუ „ცთომილი უჯრედები მოსვენებით

Read More

შეწოვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეწოვა – უჯრედული მემბრანების გავლით უჯრედში ნივთიერებების შეღწევის აქტიური ფიზიოლოგიური პროცესი, ხოლო უჯრედებიდან – ორგანიზმის შიგა გარემოში. შეწოვა ხორციელდება წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანი გარსების ზედაპირიდან, სასუნთქი გზებიდან და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქორიოკარცინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოკარცინომა – (ბერძ. chorion მომყოლი) ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება ტროფობლასტური უჯრედებიდან. წარმოადგენს ტროფობლასტური დაავადების ერთ – ერთ სახეს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უჯრედების რეკრეცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების რეკრეცია – (recretio cellularum ლათ.re – ხელახლა და cretio – გამოყოფა) –  უჯრედებიდან ნივთიერებების გამოსვლა, რომლებიც უჯრედშიგა მეტაბოლიზმის პროცესში თავის ქიმიურ თვისებებს არ იცვლიან (მაგ., წყლის). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ტირგსტირუპის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტირგსტირუპის სინდრომი – ინტრაჰეპატური მორეციდივე კეთილთვისებიანი ქოლესტაზი. მემკვიდრეობითი ფიზიკო – ქიმიური დეფექტი, რაც მდგომარეობს ღვიძლის უჯრედებიდან და მცირე სანაღვლე სადინრებიდან შეკავშირებული ბილირუბინის გამოყოფის დარღვევაში, შესაძლოა გადაცემის ავტოსომურ – რეცესიული ხასიათი. ნიშნები: მოინტერნირე სიყვითლე მაღალი ბილირუბინემიით. სისხლში მომატებულია პირდაპირი ბილირუბინი, ჰეპატომეგალია, კანის  ქავილი. ზოგჯერ პირველად ვლინდება ორსულობის დროს.

Read More