Tag Archives: უჯრედები

ბაზოფილური ერითრობლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზოფილური ერითრობლასტი – (erythroblastus basophilus ბერძნ.erythros – წითელი, blastos – ჩანასახი, philia – სიყვარული და basis – ფუძე) საკმაო სიმკვრივის მომრგვალო ბირთვისა და ბაზო­ფილური ციტოპლაზმის (განპირობებულია Hნმ – ს მაღალი შემცველო­ბით) მქონე უჯრედები. აქვთ გაყოფის უნარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ბაზოფილია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზოფილია – უჯრედული სტრუქტურების უნარი შეიღებოს ფუძე საღებრებით (პირონინით, მეთილენლურჯით, აზურითა და სხვ.). ბაზოფილია ძირითადად განპირობებულია უჯრედის ციტოპლაზმაში რიბონუკლეინის მჟავის სიჭარბით. ნიშანდობლივია მცირედ დიფერენცირებული, აქტიურად მზარდი, ცილის ინტენსიურად მასინთეზებელი უჯრედებისათვის (მაგ. ემბრიონის, სიმსივნეების, კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლისა და ნერვული ქსოვილის უჯრედები დასხვ.). უჯრედული სტრუქტურებისათვის დამახასიათებელ ბაზოფილიას ან აციდოფილიას

Read More