Tag Archives: უჯრედი

ჰიპერქრომატიზმი

განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერქრომატიზმი – ზოგიერთი უჯრედის (მაგალიათად, სიმსივნური უჯრედების) ბირთვების  სხვა,ნორმალურ უჯრედებთან შედარებით უფრო ძლიერად შეღებვის უნარი.

ჰეპატოტოქსიური

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატოტოქსიური – ღვიძლის უჯრედების დამაზიანებელი ან დამშლელი. ზოგიერთი სამკურნალო ნივთიერების გამოყენებამ (მაგალითად, პარაცეტამოლის) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (განსაკუთრებით თუ ის გამოიყენება დიდ დოზებში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში).

ბაქტერი -,ბაქტერიო-

განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერი -,ბაქტერიო- -თავსართი,რომელიც  ბაქტერიებთან კავშირზე მიუთითებს.მაგალითად,ბაქტერიოლიზი – ბაქტერიული უჯრედების დაშლა.

აცენტრია

განმარტებითი ლექსიკონი აცენტრია – (გენეტიკაში) ქრომოსომა ან ქრომოსომის ფრაგმენტი ცენტრომერის გარეშე.იმის გამო,რომ ასეთ ქრომოსომას არ შეუძლია თითისტარას დაუკავშირდეს,იგი ჩვეულებრივ იკარგება უჯრედის გაყოფის პროცესში.ასეთი ქრომოსომები ხშირად ხვდებიან რადიაციის ზემოქმედების მყოფ უჯრედებში.

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish