ათირეოზი

ათირეოზი – (athireosis; ბერძ. a – უარყ. + thireos ფარი + osis) ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი უქონლობა. 2. ათირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების უკმარისობა ან არარსებობა;ჩვილებში იწვევს კრეტინიზმს,მოზრდილებში კი მიქსედემას.  განმარტებითი ლექსიკონი

ენდემური ჩიყვი endemic [adenomatous] goiter

ენდემური ჩიყვი – გარკვეული გეოგრაფიული რაიონების მცხოვრებთა დაავადება, რომელიც ვითარდება გარემოში იოდის უკმარისობის შედეგად; ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. იოდის უკმარისობა ნიადაგში, წყალში, საკვებ პროდუქტებში, ასევე იმ საკვები პროდუქტების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ თირეოსტატიკური მოქმედების ნივთიერებებს. ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც Read More …