გლუტამინაზა

განმარტებითი ლექსიკონი გლუტამინაზა – თირკმლებში არსებული ფერმენტი; აკატალიზებს გლუტამინის (ამინომჟავის) დაშლას,რომლის შედეგად წარმოიქმნება ამიაკი და გლუტამინის მჟავა.ეს არის შარდოვანას წარმოქმნის ერთ-ერთი ეტაპი.

ჰისტამინაზა

განმარტებითი ლექსიკონი ჰისტამინაზა – ადამიანის ორგანიზმში ფართოდ გავრცელებული ფერმენტი, რომელიც ჰისტამინის ინაქტივაციას ახდენს.  

ჰიდროგენაზა

განმარტებითი ლექსიკონი ჰიდროგენაზა – ფერმენტი, რომელიც აკატალიზებს წყალბადის სხვადასხვა ნაერთთან დაკავშირებას აღდგენის რეაქციების დროს.

ჰექსოკინაზა

განმარტებითი ლექსიკონი ჰექსოკინაზა – ფერმენტი,რომელიც წარმოადგენს კატალიზატორს გლუკოზის გლუკოზო-6-ფოსფატად გარდაქმნის პროცესში.ეს რეაქცია გლიკოლიზის პირველი სტადიაა.

აუტოლიზი

განმარტებითი ლექსიკონი აუტოლიზი – ქსოვილების და უჯრედების დაშლა საკუთარი ფერმენტების ზემოქმედებით.