Tag Archives: ფერმენტ

ჰიპერურიკემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერურიკემია – ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დაავადება, განპირობებული ფერმენტ ჰიპოქსანტინფოსფორიბოზილტრანსფერაზის დეფიციტით. ვლინდება გონებრივი ჩამორჩენით, ჰიპერკინეზებით, შარდმჟავის მომატებული შემცველობით შარდში გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შეიეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეიეს დაავადება – (H. G. Scheie, ამერ. ოფთალმოლოგი; სინ.: მეხუთე ტიპის მუკოპოლისაქარიდოზი, ულრიხ – შეიეს დაავადება, ჰურლენის გვიანი სინდრომი)მემკვიდრეობითი დაავადება მუკოპოლისაქარიდოზების ჯგუფიდან, რომელიც განპირობებულია ფერმენტ α – L – ინდურონიდაზის დეფექტით; ვლინდება მრავლობითი დეფორმაციებითა და კიდურების სახსრების მოძრაობის შეზღუდვით, რქოვანას შემღვრევით. დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება სკოლის ასაკში.

Read More

ქსანთინურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსანთინურია – (xanthinuria; ქსანთინი + ბერძ.  uron შარდი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ფერმენტ ქსანთინოქსიდაზის  უკმარისობით და ხასიათდება პურინის ცვლის მოშლით; ვლინდება მორეციდივე ჰემატურიითა და ტკივილებით წელის არეში, ქსანტინის შემცვლეობის გაზრდით სისხლის პლაზმაში და შარდში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფერმენტები

ფერმენტები – (ლათ. Fermentum დუღილი; სინ.: ენზიმები) სპეციფიური ცილები, რომელთაც უნარი აქვთ რამდენჯერმე დააჩქარონ ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე  ქიმიური რეაქციები, ამასთან რეაქციის საბოლოო პროდუქტების შემადგენლობაში შეუსვლელად, ანუ წარმოადგენენ ბიოლოგიურ კატალიზატორებს. ყოველი ქიმიური რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს მიკროორგანიზმში, მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმში, კატალიზდება შესაბამისი ფერმენტით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი