Tag Archives: ფერმენტ

ქსანთინურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსანთინურია – (xanthinuria; ქსანთინი + ბერძ.  uron შარდი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ფერმენტ ქსანთინოქსიდაზის  უკმარისობით და ხასიათდება პურინის ცვლის მოშლით; ვლინდება მორეციდივე ჰემატურიითა და ტკივილებით წელის არეში, ქსანტინის შემცვლეობის გაზრდით სისხლის პლაზმაში და შარდში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფერმენტები

ფერმენტები – (ლათ. Fermentum დუღილი; სინ.: ენზიმები) სპეციფიური ცილები, რომელთაც უნარი აქვთ რამდენჯერმე დააჩქარონ ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე  ქიმიური რეაქციები, ამასთან რეაქციის საბოლოო პროდუქტების შემადგენლობაში შეუსვლელად, ანუ წარმოადგენენ ბიოლოგიურ კატალიზატორებს. ყოველი ქიმიური რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს მიკროორგანიზმში, მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმში, კატალიზდება შესაბამისი ფერმენტით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი