ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰირუდინი – პოლიპეპტიდი; პირდაპირი სწრაფი მოქმედების ფიზიოლოგიური ანტიკოაგუოლანტი, რომელიც შედის სამედიცინო წურბელას სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტის შემადგენლობაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩაილდის გრადიენტი – ფიზიოლოგიური აქტივობის გრადიენტი, რომელიც განაპირობებს ჩანასახის ინტეგრაციას. გრადიენტების თეორია შეიმუშავა ამერიკელმა ფიზიოლოგმა ჩაილდმა, რის გამოც ხშირად ფიზიოლოგიურ გრადიენტებს ჩაილდის გრადიენტებს უწოდებენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრომის ფიზიოლოგია – ფიზიოლოგიის განხრა, რომელიც სწავლობს შრომითი საქმიანობის დროს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების თავისებურებებს და კანონზომირებებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეწოვა – უჯრედული მემბრანების გავლით უჯრედში ნივთიერებების შეღწევის აქტიური ფიზიოლოგიური პროცესი, ხოლო უჯრედებიდან – ორგანიზმის შიგა გარემოში. შეწოვა ხორციელდება წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანი გარსების ზედაპირიდან, სასუნთქი გზებიდან და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი სუნთქვა – ცოცხალი ორგანიზმის ორგანოებსა და ქსოვილებში მიმდინარე აერობული ჟანგვა – აღდგენითი პროცესები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა ორგანული ნაერთების ჟანგვით დაშლას, ცვლის საბოლოო პროდუქტების წარმოქმნით და ენერგიის გამოთავისუფლებით, რომელსაც ორგანიზმი იყენებს ფიზიოლოგიური ფუნქციების განსახორციელებლად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა