ფილტვების კანდიდოზი
ფილტვების კანდიდოზი – ბრონქებისა და ფილტვების დაზიანება, გამოწვეული Candida სახეობის საფუარისებრი სოკოებით. ფილტვების კანდიდოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. Candida სოკოები წარმოადგენენ საპროფიტებს, რომლებიც ბინადრობენ ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსებზე, ახდენენ პათოგენურ ზემოქმედებას ორგანიზმის იმუნობიოლოგიური დაცვის შესუსტების დროს (ქრონიკული დაავადებები, ავიტამინოზები, ანტიბიოტიკების, იმუნოდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება). ფილტვების კანდიდოზი წარმოადგენს მეორად დაავადებას, განვითარებულს ბაქტერიული და ვირუსული ინფექცების, ტუბერკულოზის, ჩირქოვანი