Tag Archives: ფორმულის

პელვიოპერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელვიოპერიტონიტი – (გინეკ.) მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება მკვეთრი ტკივილებით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, მუცლის შებერილობით, განავლის და აირების შეკავებით, ტემპერატურის მომატებით, მაჯისცემის გახშირებით. ენა მშრალია, დაფარულია თეთრი ნადებით. მუცლის პალპაციისას ვლინდება მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა მის ქვედა ნაწილში, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი.

Read More

პარანეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარანეფრიტი – თირკმლისირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება. შეიძლება იყოს პირველადი (წელის მიდამოს ჭრილობებისას) ან მეორადი (ანთებადი თირკმლიდან ინფექციის გადაცემისას, აგრეთვე სხვა ანთებითი კერებიდან – ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი და ა.შ. – ჰემატოგენური გზით ჩირქმბადი მიკრობების გადატანის შემთხვევაში). სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე პარანეფრიტი იწყება მძაფრად: უეცრად მატულობს ტემპერატურა, აღინიშნება შემცივნება

Read More