ქოლინი

ქოლინი – B ჯგუფის ვიტამინი; მონაწილეობს ფოსფოლიპიდების წარმოქმნაში, შედის აცეტილქოლინის შემადგენლობაში; შეიცავს მარცვლეული, ჭარხალი და სხვ. პრეპარატი ქოლინი, რომელიც მიღებულია სინთეზურად გამოიყენება ათეროსკლეროზის, ღვიძლის დაავადებების მკურნალობაში და სხვ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ადისონ – გალის სინდრომი

ლალი დათეშიძე ადისონ – გალის სინდრომი – (Th. Addison, ინგლ. ექიმი; W. Gull, ინგლ. ფიზიოლოგი) კანის მელანოზისა და ქსანთომატოზის შერწყმა, რომელიც ვითარდება ღვიძლის ბილიარული ციროზის დროს ფოსფოლიპიდების ცვლის მოშლის შედეგად; მიმდინარეობს ქრონიკული სიყვითლითა და ჰემორაგიული დიათეზით.