Tag Archives: ფსიქოპათოლოგიური

ფსიქოზები ორგანული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოზები ორგანული – (ბერძ. Organikos ორგანული, ინსტრუმენტული; psyche სული +  – sis) ეტიოლოგიის მიხედვით განსხვავებული დაავადებების ჯგუფი, რომელთაც საფუძვლად უდევთ თავის ტვინის პათომორფოლოგიური ცვლილებები, რაც  ერთ შემთხვევაში ვლინდება  ნეგატიური დარღვევებით  –  ჭკუასუსტობით, ფსიქოპათოლოგიური და ფსიქოორგანული სინდრომებით, ხოლო სხვა შემთხვევებში – მწვავე და ქრონიკული ფსიქოზებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

რიგიდობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რიგიდობა – 1. rigiditas  (ფსიქოლოგიაში) ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც დაქვითებულია ფსიქიკური პროცესების შეგუების უნარი გარემოს ცვლადი მოთხოვნებისადმი; აღინიშნება რიგი ფსიქიკური დაავადებების დროს. 2. რიგიდობა – კიდურებისა და სხეულის კუნთების ტონუსის მკვეთრად მომატება, ძირითადად გამშლელების, რაც იწვევს დამახასიათებელი პოზის ჩამოყალიბებას: ზურგი რკალისებურად მოხრილია, თავი გადაგდებულია უკან, კიდურები დაჭიმულია. გაფრთხილება!

Read More

პარაფრენიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაფრენიული სინდრომი – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + phren ჭკუა, გონება; სინ.: პარაფრენია, ფანტაზიოფრენია, ფანტასტიკურ – პარანოიდალური სინდრომი) ფსიქოპათოლოგიური სიმპტომთკომპლექსი, რომლის დროსაც გაბატონებულია ფანტასტიკური შინაარსის ბოდვები, რასაც თან ახლავს განდიდების გრანდიოზული ბოდვა დევნის და (ან) ზემოქმედების იდეებით, ხშირად სმენითი ჰალუცინაციებითა და ფსევდოჰალუცინაციებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

მუტიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუტიზმი – (mutismus; ლათ. Mutus მუნჯი) 1. ფსიქოპათოლოგიური სიმპტომი, რომელიც გამოიხატება მეტყველების სრული შეკავებით, გარემომცველ პირებთან მეტყველებითი ურთიერთობის არარსებობით. ავადმყოფი არ ლაპარაკობს, შეკითხვებზე პასუხს არ იძლევა. 2. ავადმყოფის მეტყველებითი ურთიერთობის არქონა, სამეტყველო აპარატის შენარჩუნების დროს. 3. ფსიქიკური ან თავის ფიზიკური ტრავმის შედეგად მეტყველების უნარის უეცარი, სრული ან

Read More