განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერანდროგენიზმი – ქალებში ანდროგენის ჭარბი სეკრეცია.ჩვეულებრივად ჰიპერანდროგენიზმს თან ახლავს ჰირსუტიზმი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა (უკიდურესად იშვიათი მესტრუაციები, ოლიგომენორეა), მენორაგია, ოვულაციის არარსებობა, უნაყოფობის განვითარება, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერგლიკემია და ჰიპერტენზია.ყველა ეს ფაქტორი შეიძლება იყოს ქალის ორგანიზმში ზოგიერთი გენის მუტაციის შედეგი.
განმარტებითი ლექსიკონი სექსუალური ნევროზები – სქესობრივი სფეროს ფსიქოგენური ფუნქციური შექცევადი მოშლილობანი, რომელიც ვლინდება ქალის და მამაკაცის სექსუალური ფუნქციის ხარისხობრივ ან რაოდენობრივ დარღვევებში სხვადასხვა ფსიქოტრავმული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. არსებობს ნევროტული მოშლილობების 2 ჯგუფი: ნევროზები (უფრო მძიმე და გახანგრძლივებული მდგომარეობები) და ნევროტული რეაქციები ( უფრო მსუბუქი და ხანმოკლე მოშლილობები). ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება