Tag Archives: ქერქის

შუბლ – საფეთქლოვანი დემენცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუბლ – საფეთქლოვანი დემენცია – დეგენერაციული დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდება თავის ტვინის შუბლის წილისა და  საფეთქლის წილების წინა ნაწილების ქერქის ასიმეტრიული დაზიანებით და ვლინდება 45 – 65 წლის ასაკში მზარდი ჭკუასუსტობით, ქცევის გამოხატული ცვლილებებით და სხვა დარღვევებით (აპათია, გაღიზიანებადობა, იმპულსურობა) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More