Tag Archives: ქირურგიული

გინგივექტომია

განმარტებითი ლექსიკონი გინგივექტომია – ღრძილის ჭარბი ქსოვილის ქირურგიული ამოკვეთა; სპეციფიკური ოპერაცია, რომელიც ტარდება პერიოდონტალურ ქირურგიაში.

ჰეპატექტომია

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატექტომია – ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს ღვიძლის ამოკვეთაში. ნაწილობრივი ჰეპატექტომია მდგომარეობს ღვიძლის ერთი ან რამდენიმე წილის ამოკვეთაში,რაც შეიძლება ჩატარდეს ვრცელი ტრავმის დროს ან ღვიძლის ერთ-ერთ წილში ლოკალიზებული სიმსივნის ამოკვეთის მიზნით.

ჰეპატ-

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატ- – თავსართი, რომელიც ღვიძლზე მიუთითებს.მაგალითად, ჰეპატოპექსია – ღვიძლის  ქირურგიული მიმაგრება მუცლის კედელთან.