ჰისტოტოქსიკური

განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოტოქსიკური – ქსოვილებისთვის შხამიანი.ეს ტერმინი გამოიყენება ზოგიერთი ნივთიერების და გარემო პირობების აღსაწერად.

ჰემოსიდერინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოსიდერინი – პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლის დროს;აღინიშნება ელენთის, ღვიძლის და ძვლის ტვინის მაკროფაგებში. ჰემოსიდერინი ორგანიზმში რკინის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა.იგი  წყალში არახსნადია და შეიძლება გამოვლენილი იყოს მიკროსკოპული გამოკვლევის დროს შესაბამისად შეღებილი ქსოვილების ნიმუშებში.

აუტოლიზი

განმარტებითი ლექსიკონი აუტოლიზი – ქსოვილების და უჯრედების დაშლა საკუთარი ფერმენტების ზემოქმედებით.  

ჰისტოლოგიური დეტერმინაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოლოგიური დეტერმინაცია – (determinatio histologica სინ.ქსოვილოვანი დეტერმინაცია, ქსოვილთა დეტერმინირება, ქსოვი­ლების სპეციფიკურობა) ფილოგენეზით განპირობებული ქსოვილო­ვანი სტრუქტურების თვისება, შეიცვალოს სხვადასხვა ზემოქმედების გავლენით ზუსტად გარკვეულ ფარგლებში, ამავე დროს, მტკიცედ შეინარჩუნოს ერთიმეორისაგან თვისებრივი განსხვავება. ქსოვილოვანი დეტერმინაციის Read More …