ვაგინოპლასტიკა

განმარტებითი ლექსიკონი ვაგინოპლასტიკა – პლასტიკური ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს  საშოს არეში ქსოვილოვანი ტრანსპლანტანტის გადანერგვაში.  

პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორი

განმარტებითი ლექსიკონი პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორი – ორგანიზმში არსებული ცილა,რომელსაც ძალუძს წარმოქმნილი თრომბების დაშლა.დღესდღებით  მას ღებულობენ გენური ინჟინერიის მეთოდებით.ეს ცილა მოითხოვს ორგანიზმში ფიბრინის (მისი კოფაქტორის) აუცილებელ არსებობას.მას გააჩნია ფიბრინის ზედაპირზე პლაზმინოგენის აქტივაციის უნარი,რაც განასხვავებს მას პლაზმინოგენის სხვა აქტივატორებისგან (სტრეპტოკინაზა და უროკინაზა).

ჰისტოლოგიური დეტერმინაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოლოგიური დეტერმინაცია – (determinatio histologica სინ.ქსოვილოვანი დეტერმინაცია, ქსოვილთა დეტერმინირება, ქსოვი­ლების სპეციფიკურობა) ფილოგენეზით განპირობებული ქსოვილო­ვანი სტრუქტურების თვისება, შეიცვალოს სხვადასხვა ზემოქმედების გავლენით ზუსტად გარკვეულ ფარგლებში, ამავე დროს, მტკიცედ შეინარჩუნოს ერთიმეორისაგან თვისებრივი განსხვავება. ქსოვილოვანი დეტერმინაციის Read More …

ჰისტოლიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოლიზი – ქსოვილთა დაშლა ქსოვილოვანი ან ბაქტერიული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტებით გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰისტოგენეზური რეკაპიტულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოგენეზური რეკაპიტულაცია – (recapitulatio histogenetica) ემბრიონული ჰისტოგენეზის პროცესში ფილოჰისტოგენეზის ძირითადი ნიშნების რეკაპიტულაცია. არჩევენ ჰისტოგენეზურ რეკაპიტულაციის შემდეგ ტიპებს: 1. ორგანოს მიერ ონტოგენეზში წინაპართა შესაბამისი ორგანოს ქსოვილოვანი შემადგენლობის გამეორებას; 2. ჰისტოგენეზის პროცესში ამა თუ Read More …

ჰისტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოგენეზი – (histogenesis ბერძნ. histos  –  ქსოვილი და genesis  –  განვითარება)  –  ქსოვილის განვითარება ემბრიონული საწყისების უჯრედული მასალისაგან. ჰისტოგენეზს ახასიათებს უჯრედის სპეციალიზაციასთან დაკავშირებული უჯრედოვანი დიფერენცირების გაძლიერება. ამას თან სდევს ბირთვულ – ციტოპლაზმური Read More …

ჰისტიოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტიოციტები – (histiocyti ბერძნ. histos  –  ქსოვილი და cytos  –  უჯრედი; სინ.მაკროფაგები, ცთომილი უჯრედები მოსვენებულ მდგომარეობაში, კლაზმატოციტები, პოლიბლასტები, ნეფროფაგოციტები) ფაშარი ჩამოუყალიბებელი შემაერთებელი ქსოვილის ზოგიერთი ძირითადი უჯრედული ფორმა, რომელთაც აქვთ უნარი, გაღიზიანებისას გადაიქცნენ Read More …

ჰიპოფოსფატაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფოსფატაზია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება შრატისმიერი და ქსოვილოვანი ტუტე ფოსფატაზის დაბალი დონით, ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციის დარღვევით (რაქიტი ბავშვებში, ოსტეომალაცია – მოზრდილებში) და შარდთან ფოსფოეთანოლისა და პიროფოსფატის მომატებული ექსკრეციით. დამახასიათებელია სარძევე ან Read More …

შემაერთებელ ქსოვილოვანი გარეთა შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შემაერთებელ ქსოვილოვანი გარეთა შრე – / სუბენდო­კარდიული საფუთველი / (stratum connectivum externum / tela subendocardialis / )  ენდოკარდიუმის ყველაზე ღრმა შრე, ლოკალიზდება მიოკარდიუმის საზღვარზე, შეიცავს ელასტიკურ, კოლაგენურ და რეტიკულურ ბოჭკოებს. (ც. გაჩეჩილაძე, Read More …

ქსოვილოვანი ჰომეოსტაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი ჰომეოსტაზი – (homeostasis textualis)   უზრუნველყოფს ორგანიზმში უჯრედთა საერთო მასის შენარჩუნებას, ე.ი. გაყოფად, დიფერენცირებულ და მომაკვდავ უჯრედთა რაოდენობის შეფარდების შენარჩუნებას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) Read More …