Tag Archives: ქსოვილში

ქსანთომა

ქსანთომა – 1. xanhtoma (ბერძნ. Xanhtos ყვითელი,  – oma სიმსივნე)  მოყვითალო ფერის კვანძოვანი სიმსივნე, რომელიც შედგება ლიპოიდების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედებისაგან; ვითარდება კანში, ხშირად თვალის ქუთუთოში. 2.   კანსა და ზოგიერთ ქსოვილში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის კეროვანი ჩალაგება; გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის  პროცესების მოშლით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქონდროციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდროციტები – (chondrocyti ბერძნ.chondros  –  ხრტილი და cytos  –  უჯრედი)  –  ხრტილოვანი  უჯრედები, რომლებიც თავისი დიფერენცირების პროცესში გამოიმუშავებენ ქონდრინის ფიბრილებს და ხრტილოვანი ქსოვილის ამორფულ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს ქონდრიომუკოიდს, ქონდროიტს, ქონდროიტინგოგირდოვან, ჰიალურონის მჟავებსა და სხვა მუკოპოლისაქარიდებს. ხრტილოვან ქსოვილში უჯრედშორისი ნივთიერების წარმოქმნის შესახებ იხ.ბოჭკოები ქონდრინის, კოლაგენური და ელასტიკური. (ც.

Read More