Tag Archives: ღრძილის

ლეფევრ – პაიიონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეფევრ – პაიიონის სინდრომი – (P. Lefevre, ფრანგი დერმატოლოგი; M. M. Papillon, ფრანგი დერმატოლოგი) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება კბილ – ღრძილის პათოლოგიური ჯიბეების წარმოქმნით, კბილების მორყევითა და დაცვენით, ხელისა და ფეხის გულების გამოხატული გარქოვანებით. თვლიან, რომ სიმპტომთკომპლექსი წარმოადგენს ღრმა ნეიროენდოკრინული დარღვევების შედეგს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

ეპულისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპულისი – რბილის ქსოვილების კეთილთვისებიანი, სიმსივნური ზრდა ყბის ალვეოლარულ მორჩზე. წარმოიქმნება ღრძილის ლორწოვანი გარსის ხანგრძლივი გაღიზიანები შედეგად (დაზიანებული კბილების ბასრი კიდეები და სხვ.) აქვს სოკოსმაგვარი ფორმა, იზრდება ნელა, არ იწვევს ტკივილს. ზოგჯერ ზედაპირი წყლულდება; მკურნალობა ოპერაციულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

აბსცესი ღრძილების

აბსცესი ღრძილების – (abscessus gingivalis; სინ. აბსცესი სუბლინგვური) ღრძილის ქსოვილებში ლოკალიზებული აბსცესი; ვითარდება კბილ – ღრძილის პათოლოგიური ჯიბის არსებობით ან ღრძილის მექანიკური ტრავმის შედეგად.

აბსცესი პარადენტული

აბსცესი პარადენტული – (abscessus paradentalis) პაროდონტში ლოკალიზებული აბსცესი; წარმოიქმნება კბილ – ღრძილის ან ძვლის ღრმა პათოლოგიური ჯიბის არსებობისას.

English English Georgian Georgian