მკურნალობა უცხოეთში

Posts Tagged ‘შარდის შეუკავებლობა’

xelaiaთქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა:გამარჯობა, ვარ 27 წლის, მქონდა მძიმე მშობიარობა, ბავშვის წონა იყო 4200 გრამი. მშობიარობის შემდეგ დამეწყო შარდის შეუკავებლობა დახველების, დაცემინების, ბავშვის ხელში აყვანის დროს. ძალიან დათრგუნული ვარ, რით შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ.

პასუხი – შარდის შეუკავებლობა ახალგაზრდა გოგონებში ხშირია მძიმე მშობიარობის და დიდი ნაყოფის დაბადების შემდეგ. ამის მიზეზი არის შარდსადენი მილისა და შარდის ბუშტის მაფიქსირებელი იოგების დაზიანება, რის სათავეში დგას შემაერთებელი ქსოვილის გენეტიკური სისუსტე. სველი საფენები ნამდვილად შემაწუხებელი და დამთრგუნველია ნებისმიერი ქალისათვის ყველა ასაკში. შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ მოწოდებულია მინი ოპერაცია – სლინგური ოპერაცია, რომლის ეფექტი უახლოვდება 100%. პაციენტი ეწერება კლინიკიდან მეორე დღესვე.  ოპერაციის დროს ხდება სპეციალური პოლიპროპილენის ზონრის გამოყენება, რაც ამყარებს დაზიანებულ იოგებს. აღნიშნული ოპერაცია შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის დროს ერთნაირად ეფექტურია როგორც ახალგაზრდა გოგონებში, ასევე შუა ასაკის და ხანდაზმულ ქალბატონებში.

ალეკო ხელაია…..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>
http://medgeo.net/2011/02/08/sardis_seukavebloba-3

nostalgia

vaka