Tag Archives: შარდსაწვეთის

შარდის შეკავება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარდის შეკავება – პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც თირკმლების ნორმალური ფუნქციონირების ფონზე არ ხდება შარდის გარეთ გამოყოფა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს შარდსაწვეთების ან შარდსადენის დახშობა, აგრეთვე ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადებები (შარდის ბუშტის კედლის კუნთოვანი ელემენტების დამბლა). შარდის გამოდინებისთვის წინააღმდეგობას ქმნიან: შარდსაწვეთის კენჭები, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა ან სიმსივნე, ურეთრის შევიწროება

Read More

ურეტერიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურეტერიტი – შარდსაწვეთის ანთება. ხშირად წარმოადგენს გართულებას თირკმელების ან შარდის ბუშტის ანთებისა, აღინიშნება აგრეთვე აპენდიკულარული აბსცესის, პროსტატიტის დროს. კლინიკურად ხასიათდება შარდის გამტარობის დარღვევით შარდსაწვეთში (ტკივილების წელის არეში). მკურნალობა – ანტიბაქტერიული თერაპია, რიგ შემთხვევებში – ოპერაციული მკურნალობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტრიქტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტრიქტურა – (ლათ. strictura – შევიწროება) უმთავრესად შარდსაწვეთის, ან შარდსადინარი არხის თანდაყოლილი ან შეძენილი შევიწროება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პერიურეთერიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიურეთერიტი – შარდსაწვეთის ირგვლივი უჯრედისის ანთება. ჩვეულებრივ თან ახლავს შარდსაწვეთის ანთებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ორმონდის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორმონდის დაავადება – (J. K. Ormond; ამერიკ. უროლოგი; სინ.: რეტროპერიტონული ფიბროზი) მეზენქიმოპათიის – არასპეციფიკური ფიბროსკლეროზული პროცესის თავისებური სახე, რომელიც ვითარდება უჯრედისის შემაერთებელქსოვილოვან სივრცეებში. ორმონდის დაავადების დროს ხდება შარდსაწვეთის თანდათანობითი გაჭყლეტა და მისი გადანაცვლება ხერხემლისაკენ, რაც იწვევს ჰიდრონეფროზულ ტრანსფორმაციას. ზეწოლა ქვედა ღრუ ვენაზე, მუცლის აორტაზე და მის მსხვილ

Read More

English English Georgian Georgian