Tag Archives: შედარებითი

ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი – (სინ.: ტკიპისმიერი პარტახტიანი ტიფი)   მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება პირველადი აფექტის არსებობით, რეგიონალური ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით, გავრცელებადი პოლიმორფული გამონაყრით. გამომწვევია Rickettsia sibirica; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2  –  დან 7 დღემდე, ხშირად 3  –  6 დღეს. პროდრომულ პერიოდში აღინიშნება სისუსტე, დაღლილობა, გაურკვეველი

Read More

შედარებითი ციტოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შედარებითი ციტოლოგია – ციტოლოგიის მიმართულება, რომელიც შედარებით ასპექტში შეისწავლის სხვადასხვა ტიპის ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების წარმომადგენელთა  უჯრედების აგებულების თავისებურებებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შედარებითი ემბრიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შედარებითი ემბრიოლოგია – ეყრდნობოდა აღწერილობითი მეთოდის საფუძველზე სხვადასხვა ცხოველის მიმართ მსგავსი ფაქტების დაპირისპირებას (არისტოტელე). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შედარებითი ანატომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შედარებითი ანატომია – ანატომიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ცხოველური ორგანიზმისა და მისი ორგანოების აგებულების და განვითარების კანონზომიერებებს ევოლუციის პროცესში, დაწყებული უმდაბლესი ფორმებიდან უმაღლესამდე, სხვადასხვა სისტემატური ჯგუფის ცხოველთა შეპირისპირების გზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსიქიკური მდგომარეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური მდგომარეობა – (ფსიქოლოგია) ცნება, რომელიც გამოიყენება ინდივიდის ფსიქიკაში შედარებითი სტატიური მომენტის პირობითად გამოყოფისათვის, განსხვავებით ცნებისაგან ,,ფსიქიკური პროცესი” (იხ. ფსიქიკური, როგორც კონცეფციის პროცესი), რომელიც ხაზს უსმევს ფსიქიკის დინამიურ მომენტებს, და ცნება ,,ფსიქიკური თვისება”, რომელიც მიუთითებს ინდივიდის ფსიქიკის გამოვლენის მდგრადობაზე, მათ სიმყარესა და განმეორებადობაზე მისი პიროვნების სტრუქტურაში. გაფრთხილება!

Read More

English English Georgian Georgian