Tag Archives: შეიმუშავებს

შინაგანი დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შინაგანი დაავადებები – კლინიკური მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის შინაგანი ორგანოების დაავადებების განვითარებისა და გამოვლენის  მიზეზებსა და მექანიზმებს, შეიმუშავებს მათი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა (გარდა ქირურგიულისა და სხივურისა) და პროფილაქტიკის  მეთოდებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსიქოჰიგიენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოჰიგიენა – ფსიქიატრიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის გარემო პირობების ფაქტორებსა და პირობებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ფსიქიკურ განვითარებაზე და მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, და შეიმუშავებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცების რეკომენდაციებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსიქოქირურგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოქირურგია – ნეიროქირურგიის ნაწილი, რომელიც შეიმუშავებს თავის ტვინზე ოპერაციული  ჩარევის მეთოდებს  ფსიქიკური დარღვევების კორექციის მიზნით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფთიზიატრია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფთიზიატრია – (ბერძ. phthisis – დასუსტება, დაუძლურება, გამოფიტვა და iatreia – მკურნალობა) კლინიკური მედიცინის დარგი რომელიც შეისწავლის ეპიდემიური ტუბერკულოზის მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, შეიმუშავებს მისი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს; როგორც დამოუკიდებელი დარგი გამოყოფილია შინაგანი დაავადებების კლინიკიდან. მჭიდროდაა დაკავშირებული პულმონოლოგიასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

სურდოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სურდოლოგია – (ლათ. surdus – ყრუ) ოტოლარინგოლოგიისა და პედაგოგიკის მომიჯნავე დარგი, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ფორმის სმენის დაქვეითებისა და სიყრუის ეტიოლოგიასა და კლინიკას, შეიმუშავებს მათი დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკისა და სოციალური რეაბილიტაციის მეთოდებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა